პესტო სანთელი 10მგ #6

პესტო სანთელი 10მგ #6

პოლონეთი

ჰერბაპოლი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hyoscini butylbromidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: M ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები

პესტო არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჰიოსცინის ბუთილბრომიდს და გააჩნია სპაზმოლიზური ეფექტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სანაღვლე გზების და შარდგამომყოფი სისტემის გლუვ კუნთებზე.

გამოყენების ჩვენებები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (ნაწლავის კოლიკა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი), სანაღვლე სადინრების (სანაღვლე გზების კოლიკა), შარდ-სასქესო სისტემის (თირკმლის კოლიკა, მენსტრუალური ტკივილი, დეტრუზორული ჰიპერრეფლექსია - ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, ანუ შარდის ბუშტზე წნევის ზემოქმედებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა) ტკივილი და სპაზმი.

გამოყენების წინ გახსენით ბლისტერის სამკუთხედი თავი, ამოიღეთ სუპოზიტორია და შეიყვანეთ რექტალურად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1-2 სუპოზიტორია 2-3 ჯერ დღეში;
6-12 წლის ასაკის ბავშვები: 1 სუპოზიტორია 2-3 ჯერ დღეში;
3-6 წლის ასაკის ბავშვები: 3/4 სუპოზიტორია ერთხელ დღეში.
თუ მიიღეთ პესტოს საჭირო ზემეტი დოზა:
პესტოს ჭარბი დოზირების დროს მოწამვლის სერიოზული ნიშნები არ გამოვლენილა. თუმცა, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, თავრუსხვევა და მხედველობის გარდამავალი დარღვევა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ პესტოს მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ პესტოს მიღებას:
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში პესტოს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
აღნიშნული პრეპარატი რეკომენდებულ თერაპიულ დოზებში კარგად გადაიტანება და პოტენციური გვერდითი ეფექტები ზომიერი სიმწვავისაა.
გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემის კლასიფიკაციის და სიხშირის მიხედვით MedDRA-ს მიერ: ძლიან ხშირი (>1/10); ხშირი (1/100 - <1/10); არახშირი (1/1000 - <1/100); იშვიათი (1/10000 – <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), მათ შორის იზოლირებული შემთხვევები, უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).
პესტოს გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
- კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება) - არახშირი;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ატონიური ყაბზობა - არახშირი;
- თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: შარდის გამოყოფის შეფერხება - იშვიათი;
- გულის მხრივ დარღვევები: ტაქიკარდია - არახშირი;
- სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპოტენზია - არახშირი;
- იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, ანაფილაქსიური შოკი - გაურკვეველი სიხშირე;
- მხედველობის დარღვევები: მხედველობის დაბინდვა - იშვიათი.
ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებისას უნდა შეწვიტოთ პესტოს გამოყენება და დაუკავშირდეთ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰერბაპოლი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი
დოზა
10მგ
ფორმა
სანთელი
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი