ველედა - ღრძილის ელექსირი. სისხლდენის და ანთების საწინააღმდეგო 50მლ
გერმანია
ველედა
ველედას ღრძილის ელექსირი განკუთვნილია ანთების და სისხლმდენი ღრძილების მკურნალობისთვის – ამაგრებს ღრძილებს, ხსნის ანთებას და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
GEL
in stock
new
37.45₾
პროდუქტის შესახებ
პირის ღრუს სპეციფიური სამკურნალო მოვლა.
ზრდასრული ქალბატონები და მამაკაცები.
ანთებითი პროცესი პირის ღრუში, გაღიზიანება და სისხლმდენი ღრძილები.
დილა/საღამო.
ძირითადი მოქმედების ეფექტი
აძლიერებს ღრძილებს, აფერხებს სისხლდენას და ანთებით პროცესებს.
ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
ხელს უწყობს ღრძილების რეგენერაციას და შეხორცებას.
ებრძვის უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.
დამატებითი მოქმედების ეფექტი
უზრუნველყოფს ჯანსაღ, გრილ სუნთქვას და უნარჩუნებს პირის ღრუს სისუფთავის შეგრძნებას.
გამოყენების წესი
ყოველდღიური გამოყენებისთვის, დაამატეთ 5-10 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და გამოიყენეთ სავლებად, პირის ღრუს გასუფთავების შემდგომ.
ელექსირი არის ძალიან მაღალკონცენტრირებული და ერთი ბოთლი ელექსირისგან მიიღება დაახლოებით 5 ლიტრზე მეტი სავლები საშუალება.
შემადგენლობა
ცხენისწაბლას ქერქის ექსტრაქტი – აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
რათანიას ფესვის ექსტრაქტი – შემკვრელი, ქსოვილების გამაძლიერებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
არ შეიცავს პარფიუმს, სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს, ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.