პაროდონტაქსი – ფთორით კბილის პასტა. ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ამაგრებს კბილებს, ეფექტურად ამცირებს ანთებას და სისხლდენას, უზრუნველყოფს ყოველდღიურ დაცვას.
ფთორის შემცველი კბილის პასტა ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კბილების გასამაგრებლად. კლინიკურად დამტკიცებულია*: ყოველდღიური გამოყენების დროს კბილის პასტა Parodontax ეფექტურად ებრძვის ღრძილების ანთებას და სისხლდენას ღრძილებიდან.
ფთორის შემცველი კბილის პასტა Parodontax (Parodontax F). ყოველთვის მიჰყევით ინსტრუქციას შეფუთვაზე. გაიწმინდეთ კბილები 2-ჯერ და არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. არ გადაყლაპოთ. გადმოაფურთხეთ. გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება. ფთორის შემცველი სხვა პროდუქტების გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. სახის ან პირის ღრუს შეშუპებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს ან ექიმს. თუ ღრძილებიდან სისხლდენა მუდმივ ხასიათს იძენს ან ძლიერდება, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფთორიდის მასური წილი არის 0,14% F- (1400 ppm). შეიცავს ნატრიუმის ფთორიდს. შეფუთვის გვერდითი სარქველები დაწებებული უნდა იყოს. არ გამოიყენოთ კბილის პასტა, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია. შემადგენლობა მითითებულია ორიგინალურ შეფუთვაზე.
მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare Levice s.r.o., Priemyselny park Gena, ul. E. Sachsa 4-6, 934 01 Levice, Slovak Republic. სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის გლაქსოსმიტკლაინის კომპანიების ჯგუფს ან გამოიყენება ამ ჯგუფის მიერ.
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვის გვერდით სარქველზე "EXP"-ის შემდეგ. სერიის ნომერი მითითებულია შეფუთვის გვერდით სარქველზე.
* Yankel et al. Six-month evaluation of Parodontax dentifrice compared to a placebo dentifrice; J Clin Dent. 1993;4(1):26-30.
75 მლ