/images/logo_ka.svg
პაროდონტაქსი - კბ/პასტა მცენარეული ბალხ. ექსტრ 75მლ
პაროდონტაქსი - კბ/პასტა მცენარეული ბალხ. ექსტრ 75მლ

პაროდონტაქსი - კბ/პასტა მცენარეული ბალხ. ექსტრ 75მლ

დიდი ბრიტანეთი

სმიტკლაინი

პაროდონტაქსი – მცენარეული ბალახების ექსტრაქტის კბილის პასტა. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ეფექტურად აშორებს კბილის ნადებს, ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობას, ამცირებს სისხლდენას და ტოვებს სისუფთავის შეგრძნებას ჯანჯაფილის, პიტნისა და ევკალიპტის არომატით.

პროდუქტის შესახებ

ჯანმრთელი კბილები იწყება ჯანმრთელი ღრძილებიდან. ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები ვითარდება ბაქტრიული ნადების წარმოქმნის გამო. ღრძილების დაავადების პირველი სიმპტომების იგნორირებამ შეიძლება დროთა განმავლობაში პირის ღრუს ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.



კბილის პასტა parodontax ბალახების ექსტრაქტი შეიცავს მინერალურ მარილს. კლინიკურად დამტკიცებულია*, რომ ეს პასტა ხელს უწყობს ღრძილების დაავადების თავიდან აცილებას, ღრძილების სისხლდენის ძირითადი მიზეზის - კბილის ნადების ეფექტიანი მოცილების გზით.



შეიცავს ჯანჯაფილის, პიტნის და ევკალიპტის ექსტრაქტს**, რის გამოც პირის ღრუში სისუფთავის შეგრძნებას და სასიამოვნო გემოს ტოვებს. განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის. კბილების გასამაგრებლად შეიცავს ფთორს.



*Yankel et al. Six-month evaluation of Parodontax dentifrice compared to a placebo dentifrice; J Clin Dent. 1993;4(1):26-30. **Aroma-ს შემადგენლობაში.



კბილის პასტა parodontax ბალახების ექსტრაქტი (parodontax Herbal). ყოველთვის მიჰყევით ინსტრუქციას შეფუთვაზე. გაიწმინდეთ კბილები 2-ჯერ და არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. არ გადაყლაპოთ. გადმოაფურთხეთ. გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება. ფთორის შემცველი სხვა პროდუქტების გამოყენებისას, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.



არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიის არსებობისას. სახის ან პირის ღრუს შეშუპების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს ან ექიმს. თუ ღრძილებიდან სისხლდენა მუდმივ ხასიათს იძენს ან ძლიერდება, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან.



შემადგენლობა მითითებულია ორიგინალურ შეფუთვაზე. ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა - იხილეთ "EXP" შეფუთვის გვერდით სარქველზე. შეფუთვის გვერდითი სარქველები დაწებებული უნდა იყოს. არ გამოიყენოთ კბილის პასტა, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია.



ფთორიდის მასური წილი არის 0,14% F- (1400 ppm). შეიცავს ნატრიუმის ფთორიდს.



მწარმოებელი: გსკ კონსუმერ ჰელსკეა ლევიცე ს.რ.ო., პრემისელნი პარკი გენა, ე. საჩსას ქ. 4-6, 934 01 ლევიცე, სლოვაკეთის რესპუბლიკა / GSK Consumer Healthcare Levice s.r.o., Priemyselny park Gena, ul. E. Sachsa 4-6, 934 01 Levice, Slovak Republic. სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის გლაკსოსმიტკლაინის კომპანიების ჯგუფს ან გამოიყენება ამ ჯგუფის მიერ.

75 მლ

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სმიტკლაინი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
პირის ღრუს მოვლის საშუალებები!
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
75მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | პაროდონტაქსი - კბ/პასტა მცენარეული ბალხ. ექსტრ 75