ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
საკვები დანამატი, რომელიც ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას, დაძაბულობას, აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას. ვალერიანის ექსტრაქტი ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებადობას.
ვალერიანის ექსტრაქტი 250 მგ.
ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფხვნილი.
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.