ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): dexpanthenol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები
შემადგენლობა: დექსაპანთენოლი 5%.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები:
-კანის სიმშრალე
-დამწვრობა,ნაწოლები
-ტროფიკული წყლული,ჰერპესი
-ნახეთქები (ანალური), დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი
-კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები
-კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
-პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები
-აბსცესები, ფურუნკულოზი
- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა
-ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესები და დოზები: გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა: მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენება: ჰიპერმგძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია: პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
შენახვის წესი:
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
- ინახება +15 º/+25ºC ტემპერატურაზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
აფლოფარმ ფარმაცია პოლსკა სპ. ზ.ო.ო.
პარტიზანცკას ქ. 133/151
95-200 პაბიანიცე
ტელ. (42) 22-53-100