სუდო კრემი იცავს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, საფენის სიწითლესა და გაკაწვრებს. მოსახერხებელი ზომა. იყიდე GPC.ge-ზე.
საერთაშორისო დასახელება:
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
თუთიის ოქსიდი 15,25%, ბენზოლის სპირტი 0,39%, ბენზილ ბენზოატი 1,01%, ბენზილ ცინამატი 0,15%, ლანოლინი 4%.
დამატებითი ინგრედიენტები:
სინთეტიკური ფუტკრის ცვილი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაფინი, მიკროკრისტალური ცვილი, თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი, პროპილენგლიკოლი, ლავანდა, სორბიტოლის ოლეინის მჟავას ანჰიდრიდი, ლინალონის აცეტატი.
ჩვენებები:
ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის დაზიანებისა და მაცერაციის დროს, ეგზემის დროს, ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების, კოლოსტომებისა და ილეოსტომების ირგვლივ, მსუბუქი დამწვრობის, მზისგან მიღებული დამწვრობის, ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარისა და მოყინული ადგილების დასამუშავებლად, ნაწოლების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები:
სუდოკრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად. წყალგაუმტარი თვისებები ქმნის დამცავ ბარიერს, ამცირებს გაღიზიანებას, იცავს კანს და ხელს უწყობს რეგენერაციას. შეიზილება წრიული მოძრაობით სრულ შეწოვამდე. გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.