ჰიდრატონი წარმოადგენს ორალურ რეჰიდატაციულ და ანტიდიარეულ საშუალებას,იგი ელექტროლიტების ,თუთიის და ჯინჯერის ნარევია,რომელიც გამოიყენება ბავშვებში ღებინებისა და დიარეის შედეგად განვითარებული დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობის შესავსებად და დიარეის ხარისხის შესამსუბქებლად.
თუთია: მნიშვნელოვნად ამცირებს დიარეის ეპიზოდების სიხშირეს და სიმძიმეს,გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება,აუმჯობესებს ნატრიუმის შეწოვას ნაწლავებში,რაც ხელს უწყობს დეჰიდრატაციის შემცირებას.თუთია აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯინჯერი: ბუნებრივი ანტიემეტური საშუალებაა,რომელიც ამცირებს გულისრევის და ღებინების შეგრძნებას,რითაც ხელს უშლის სითხისა და ელექტროლიტების შემდგომ დაკარგვას.
1 პაკეტი იხსნება 200მლ ანადუღარ და გაგრილებულ წყალში.
6 თვიდან 1 წლამდე 1-2 პაკეტი დღეში.
1-6 წლამდე 2-3 პაკეტი დღეში.
6 წლიდან ზემოთ 3-4 პაკეტი ღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.შეინახეთ ბავსვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების და მრავალფეროვანი დიეტის შემცველს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
პერორალურად მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 6 საათის განმავლობაში.