პინი პლიუს სიროფი 120მლ ფლაკონი #1

17.69 ლარი
გენერიული დასახელება: ნაძვის გირჩები+ბეგქონდარა მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია მწარმოებელი: რიგის ფარმაცევტული ქარხანა გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

პინი პლუსი შემადგენლობა: ფიჭვის გირჩების კვირტების ექსტრაქტი-17.5 მლ, ბეგქონდარას თხიერი ექსტრაქტი-2,5 მლ. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება. ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან მისი ამოხველების გაძნელება. მწვავე ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება. დოზირება და მიღების წესი: ბავშვები 4 წლის ასაკიდან: თითო ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში ერთხელ. ბავშვები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები: თითო ჩაის კოვზი (5 მლ) 4ჯერ დღეში, დღიური დოზა - 20 მლ. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ფლაკონის შენჯღრევა! უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. გარეგნული სახე და შეფუთვა: 120 მლ სიროფი. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-მდე ტემპერატურაზე. მწარმოებელი: რიგა, ლატვია

მსგავსი პროდუქტები