ზაფხულის ტოპ 7 ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვებში
Blog
Categories
Baby Care
arrow
cosmetic brands
arrow
Promo
arrow
Health Care
arrow
Baby and Kids Healthcare
Sun and Summer
arrow
Useful Advices
arrow
Self care and Healthy lifestyle
arrow

ზაფხულის ტოპ 7 ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვებში

Baby and Kids Healthcare
08.07.2024
undefined

      ზაფხული ბავშვებისათვის საუკეთესო დროა გარე აქტივობის დასაგეგმად, მაგრამ ის ასევე ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებების გააქტიურების წინაპირობაც არის. 
      შესაძლებელია, მიიღოთ პრევენციული ზომები, რაც დაეხმარება თქვენს შვილს, გაუმკლავდნენ ცხელ ზაფხულს და თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ზაფხულის დაავადებები. ამ სტატიაში წაიკითხავთ, რომელი პრობლემები შეიძლება შეგხვდეთ შვილების ჯანმრთელობის მხრივ და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ.

სითბური/მზის დარტყმა

      თუ ბავშვი ძალიან დიდ დროს ატარებს მზის ქვეშ, არსებობს რისკი, რომ მიიღოს  სითბური/მზის დარტყმა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავბრუსხვევა, პულსის მატება და გონების  დაკარგვაც კი. 
 

  • შეამცირეთ მზეზე გატარებული დრო, შეეცადეთ არ გაუშვათ გარეთ შუადღის საათებში.
  • შეახსენეთ ბავშვს, რომ დალიოსწყალირეგულარულად, მიუხედავად წყურვილის გრძნობისა.
  • ხშირად დაასვენეთ ჩრდილში და დაახურეთ მზის ქუდი.

სითბური გამონაყარი/ ნასიცხი

     სითბური გამონაყარი/ ნასიცხი წარმოიქმნება ჭარბი ოფლიანობის გამო, რადგან ამ დროს ხდება ოფლის სადინრების დახშობა.  ეს იწვევს ქავილსა და გამონაყარს.
 

  • დაალევინეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა ორგანიზმში დარეგულირდეს სითხის ბალანსი,
  • ჩააცვით  მსუბუქი და თავისუფალი ბამბის ტანსაცმელი, 
  • ყურადღებით იყავით, რომ გაოფლიანობისას ტანსაცმელი დროულად შეუცვალოთ და დაუყოვნებლივ აბაზანა/შხაპი მიაღებინოთ, რათა ბავშვის კანი მუდმივად სუფთა და მშრალი იყოს.

მზის დამწვრობა

     ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ დაცვა მზის მცხუნვარე სხივებისგან, რადგან ზრდასრულებთან შედარებით ნაკლებად გამომუშავდება მათ კანში მელანინი და უფრო მგრძნობიარენი არიან სხივების ზემოქმედების მიმართ.
      მზის დამწვრობა, ისევე როგორც ჩვეულებრივი  დამწვრობა, ტოვებს წითელ, ცხელ და მტკივნეულ კვალს კანზე. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუშტუკები, ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება. 
 

  • მოარიდეთ თქვენი შვილი მზეზე ყოფნას 13:00-დან 16:00 საათამდე, რადგან ამ დროს ულტრაიისფერი სხივები პიკს აღწევს.
  • ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც ბლოკავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებას.
  • დამწვრობის და დისკომფორტის შემთხვევაში, გამოიყენეთ პანთენოლის ქაფი ლოკალურად დამწვრობაზე.

საკვებით მოწამვლა

      ზაფხულის თბილი და ნოტიო ამინდი იწვევს ბაქტერიების ზრდას, რის გამოც  ბავშვებში იმატებს საკვებით ინტოქსიკაციის ალბათობა. 
საკვებისმიერი მოწამვლის თავიდან აცილება შესაძლებელია როგორც ხელების სათანადო დაბანით, ასევე საჭმლის მომზადებისა და შენახვის სათანადო ტექნიკის დაცვით.
      მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: კუჭის ტკივილი, გულისრევა, დიარეა ან ღებინება, ცხელება და ა.შ. 
      ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, სისუსტე. 
 

  • მიაღებინეთ ბევრი სითხე, რათა  ბავშვს სწრაფად მოემატოს ენერგია.
  • გამოიყენეთ მოწამვლის სიმპტომებთან გასამკლავებელი ისეთი საშუალებები, როგორიცაა: სმექტას ფხვნილი, კომპლიფლორას ფხვნილი ან ენტეროსგელი, რომლებიც ახდენს ტოქსინების განეიტრალებას, დიარეის მკურნალობას და ზოგადად ორგანიზმის გაწმენდას. 
  • ასევე დამატებით მიეცით ელექტროლიტი ნორმონის ხსნარი ფორთოხლის სასიამოვნო არომატით, რომელიც დაკარგულ ელექტროლიტების ბალანსს აღუდგენს და ენერგიას მიანიჭებს ბავშვს.

ენტეროვირუსები

      ზაფხულში ძალიან გავრცელებულია ენტეროვირუსული და როტავირუსული ინფექციები. ენტეროვირუსები იწვევს ბავშვებში რესპირატორულ ინფექციებს. მას ზაფხულის გრიპსაც უწოდებენ. 
       საერთო სიმპტომებია: გაციება, სურდო, გულისრევა და ა.შ. ვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხელის, ფეხის და პირის დაავადება ბავშვებში. სთხოვეთ ბავშვს, რომ ხშირად დაიბანოს ხელები საპნით.

     როტავირუსიც  ნაწლავური ვირუსია, რომელიც გავრცელებულია ზაფხულის თვეებში, როდესაც ბავშვები ხშირად ეხებიან ერთმანეთს ეზოში, ჭამენ დაუბანელი ხელებით ან უბრალოდ ჭუჭყიან ხელებს პირში იდებენ. ის ძალზე გადამდებია და მთელ მსოფლიოში ბავშვებში დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ასეთი ვირუსების შემთხვევაში შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს ენტეროჯერმინას სუსპენზია ან ულტრაბიოტიკი Equilibre, რომლებიც დააბალანსებს ნაწლავურ ფლორას და დიარეას.

აგრეთვე ბენეს ელექტროლიტები ენერგიის აღსადგენად და სითხით შესავსებად.

ფოტოდერმატოზი

     მზის სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცია/ ფოტოდერმატოზირომელიც ყველაზე ხშირად ჭინჭრის ციების სახითაა გამოხატული. მას თან ახლავს ძლიერი ქავილი და გამონაყარი.
 

  • მოარიდეთ  ბავშვი მზეს 11 დან 4 საათამდე,
  • მიაწოდეთ დიდი რაოდენობით სითხე,
  • საჭიროებისას მიეცით ანტიალერგიული საშუალებებიც,
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი.

მწერის ნაკბენი

      პატარა მწერებმა შეიძლება დიდი უსიამოვნებები გამოიწვიონ - ქავილი, ანთება, შეშუპება.
ქავილის მოსახსნელად დაიდეთ რაიმე ცივი (ყინული). 
 

  • ნაკბენზე წასასმელად გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა ფენისტილის გელი, ალერგოსანის კრემი ან ფსილო ბალზამი. ამით მოეხსნება გაღიზიანება, შეუმცირდება ქავილის და წვის შეგრძნება.
     
  •  ნაკბენის შემდგომი ალერგიის დროს შეგიძლიათ დაალევინოთ წვეთების სახით ფენისტილი ნიუ ან ზირტეკი, ხოლო თუ ტაბლეტის მიღებაც შეუძლია ბავშვს, ნიქსარის ტაბლეტი გამოგადგებათ.

         ფუტკრისა და კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და შეუძლია, საშიში ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.
    ნაკბენი სასწრაფოდ ჩამობანეთ საპნით და წლით. დაადეთ ცივი საფენი ან ყინული ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, ხოლო განვითარებული ალერგიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

შეჯამება:

     ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლებსაც სჭირდებათ მომზადება და ზაფხულის დაავადებების და სხვა შესაძლო პრობლემების შესახებ ცოდნა. სასურველია, მოამზადოთ “საბავშვო აფთიაქი”, განსაკუთრებით თუ ქალაქგარეთ აპირებთ გასვლას.
     სითბური დარტყმა, ფოტოდერმატოზი, ნასიცხი, საკვებით მოწამვლა, ენტეროვირუსი და მწერის ნაკბენის გაღიზიანებები ის ძირითადი პრობლემებია, რომლის მოგვარებაც შეიძლება დაგჭირდეთ.

    
     არ დაგავიწყდეთ, რომ ჯპს-ის საიტზე და MY GPC აპლიკაციაში მთელი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ფასდაკლებით ისარგებლოთ ზემოთ ჩამოთვლილ და საბავშვო აფთიაქისთვის საჭირო სხვა მედიკამენტებზე და დაისვენოთ მშვიდად!

Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page