ალერგოსანი კრემი გამოიყენება მწერების ნაკბენის, კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზების დროს (კანის ანთება); გამონაყარისა და ქავილისას სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც არ აზიანებენ კანის ფართო მონაკვეთებს.
აქტიური ნივთიერება: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი 10 მგ საცხის 1 გ-ში.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 300 (პოლიეთილენგლიკოლი 300), მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი 4000).
ალერგოსანი კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება. კანზე დატანებისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს კანზე.
ალერგოსანი კრემი გამოიყენება მწერების ნაკბენის, კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზების დროს (კანის ანთება); გამონაყარისა და ქავილისას სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც არ აზიანებენ კანის ფართო მონაკვეთებს.
თუ 5-7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან უარესდება, დახმარებისათვის უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა თქვენთვის პრეპარატ ალერგოსანის საცხის გამოყენება.
ალერგოსანის კრემი არ მოქმედებს აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალო პრეპარატი ინსტრუქციაში მითითებული აღწერილობის ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მოზრდილები და ბავშვები (ჩვილი ბავშვები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) –კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში, მსუბუქი შეზელვით.
გამოყენების წესი
ალერგოსანი კრემი განკუთვნილის კანზე მხოლოდ ადგილობრივად გამოსაყებელად. მისი გამოყენება შესაძლებელია ექსუდატის განვითარებით მიმდინარე კანის მხრიდან გამოწვეული მწვავე რეაქციების დროს (სეკრეტი, ანთებითი სითხე).
გამოყენება შესაძლებელია სახვევის ქვეშ ან ფიზიოთერაპიული პროცედურის დროს, კანიდან პრეპარატის უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით.
არ გამოიყენება ღია ჭრილობაზე, თვალში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან-7 დღე.
ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანი კრემს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 (ექვს) თვის განმავლობაში.