About Product
სიმილაკ კომფორტი 2
6–დან 12 თვემდე- კოლიკის და ყაბზობის მქონე ბავშვებისთვის
ნარევში არსებული დედის რძის ოლიგოსაქარიდი 2-FL აძლიერებს იმუნიტეტის, Bifidobacterium lactis ხელს უწყობს ჯანმრთელი მიკროფლორის ფორმირებას, ლაქტოზის შემცირებული რაოდენობა ამცირებს აირების წარმოქმნას.
პალმის ზეთის არარსებობა ამცირებს ყაბზობას და ხელს უწყობს კალციუმის უკეთ შეწოვას.
შემადგენლობა:
მალტოდექსტრინი, მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის ზეთი ოლეინის მჟავას მაღალი შემცველობით,სოიოს ზეთი,ქოქოსის ზეთი),ნაწილობრივ ჰიდროლიზებული შრატის ცილა, მინერალები (ორთოფოსფორის მჟავის კალციუმის მარილები, კალციუმის ციტრატი, ორთოფოსფორის მჟავის კალიუმის მარილები, მაგნიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციტრატი, თუთიის სულფატი, რკინის (II) სულფატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდიდი ,ნატრიუმის სელენიტი), ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ფოს), არაქიდონის მჟავა (АRA) M.alpina–ს ზეთიდან, ლიმონმჟავა, ვიტამინები (С, ქოლინი, E, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, А, В2, В6, В1, ფოლის მჟავა, ბიოტინი, К, D3, В12), ოლიგოსაქარიდი 2-FL, სოიოს ლეციტინის ემულგატორი (E322), Bifidobacterium lactis (არანაკლებ 106 კოლონია წარმომქმნელი ერთეული/გ (CFUs)/g), დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) C.cohnii–ს ზეთიდან, ლიმონმჟავ, ტაურინი, ინოზიტი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ 5’–მონოფოსფატი, დინატრიუმის ურიდინი 5’–მონოფოსფატი, ადენოზინ 5’–მონოფოსფატი,დინატრიუმის გუანოზინი 5’–მონოფოსფატი),კარნიტინი, ანტიმჟანგავი ტოკოფეროლების ნარევი (E306), კაროტინოიდები (ლუთეინი,ბეტა -კაროტინი)
სტანდარტული განზავება:
ერთ საზომ კოვზ (ახლავს კოლოფს) ფხვნილს 8,85 გ (ბორცვის გარეშე) + 60 მლ წყალი.
100 მლ გამოყენებისთვის მზა ნარევი სიმილაკ კომფორტი 2 = 13,3 გ ფხვნილი+90 მლ წყალი.
თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება.
მომზადების წესი:
1)კარგად გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა, თავსახური, საზომი კოვზი და ჭურჭელი, რომელიც უნდა გამოიყენოთ ნარევის დამზადებისას, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ისინი მდუღარე წყალში.
2) ცალკე ქვაბში ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში. დაელოდეთ, წყალის შეგრილებას (დაახლოებით 35oС.)
3) ჩაასხით საჭირო რაოდენობის თბილი, ანადუღარი წყალი გასტერილებულ ბოთლში.
4) შეავსეთ ფხვნილით საზომი კოვზი, მოაცილეთ ზედმეტი ფხვნილი („ბორცვი“) დანის პირით.
5) დაამატეთ ერთი საზომი კოვზი ფხვნილი ყოველ 60 მლ წყალზე. შეანჯღრიეთ ფხვნილი სრულ გახსნამდე. შეამოწმეთ ნარევის ტემპერატურა და აჭამეთ პატარას.
6) თუ მოამზადეთ ერთ ულუფაზე მეტი ნარევი, შეინახეთ მაცივარში 2 - 4C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში. კვების დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში შეიძლება გამოიყენოთ მომზადებული ნარევი. ერთი საათის შემდეგ ნარჩენი გადაასხით.
გამოყენების წესი:
პროდუქტი გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ჰიგიენის წესების, შენახვის პირობების, განზავებისა და პროდუქტის შენახვის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ნარევის დამზადებისას. ამ ინსტრუქციების დარღვევამ შესაძლებელია,ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
კოლოფის გახსნის შემდეგ მშრალი საბავშვო რძის ნარევები აღარ არის სტერილური.
შენახვის პირობები:
გაუხსნელი კოლოფი შეინახეთ არა უმეტეს 25 о С– ტემპერატურისა და 75% ჰაერის ტენიანობის პირობებში. გახსნილ კოლოფს დაახურეთ თავსახური, შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას (არა მაცივარში) და გამოიყენეთ 3 კვირის განმავლობაში.
გაფრთხილება: არასდროს მოამზადოთ და გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დამწვრობა.
Show More
More Info
2673
Country
United States of America