ჩვენებები: -სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები: ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ძილის დარღვევა, შფოთვისა და შიშის შეგრძნებების გამძაფრება. -დემენცია (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც). -მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში. -პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, არტერიოპათია), რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები. -შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს. -რეინოს სინდრომი. -ნეიროსენსორული დარღვევები (სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია). -ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია. -დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია. -ენდოგენური დეპრესია, გართულებული გონებრივი დისფუნქციით; -დაბალი ინტელექტუალური ფუნქციები -თავის ტკივილი და თავბრუსხვევა; -ძილის დარღვევა; -ქრონიკული ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი ენცეფალოპათია და მეხსიერების დარღვევა, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევით და თავის ტკივილით; -ალკოჰოლური ენცეფალოპათიები და პოლინევრიტები; -კინეტოზის სიმპტომოკომპლექსი (ზღვის დაავადება); -ფსიქოემოციური დაძაბულობის მატება; -პრედმენსტრუალური სინდრომი; -კრუნჩხვითი სინდრომი და სხვა;
დოზირება: მოზრდილები: 1 კაფსულა დღეში ერთხელ დღის პირველ შუალედში . არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.