ornovin tab #30

ornovin tab #30

Italy

ორნადო მედიცინი
About Product
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები

შემადგენლობა:
- ფოსფატიდილსერინი 20% - 100 მგ
- ფოსფატიდილქოლინი 30% - 100 მგ
- გინკო ბილობა 3% - 100 მგ
- დიმეთილგლიცინი - 100 მგ
- ვიტ. B1 - 1,1 მგ
- ვიტ. B6 - 1,40 მგ
- ვიტ. B2 - 1,40 მგ
- ვიტ. B12 - 25 მკგ
- ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ
- ინოზიტოლი - 100 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ნეირომეტაბოლური და ანტიოქსიდანტური პრეპარატი.

ჩვენებები:
- ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
- პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
- გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით;
- ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება;
- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
- გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
- დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 8 წლიდან 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ორნადო მედიცინი
Country
Italy
Generic
phosphatidylserin+phosphatidicoline+dimetilglicine+ginkgo biloba+inositoli+vit B-1+B-6+B-2+B-12+acidi folici
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page