Arkoroyal Immunite Fort Bio sol oral #20
Arkoroyal Immunite Fort Bio sol oral #20

Arkoroyal Immunite Fort Bio sol oral #20

France

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ყოველი ამპულა შეიცავს: ფუტკრის რძე-500მგ, ყავისფერი პროპოლისი-150მგ, მწვანე პროპოლისი-150მგ, ყვავილის მტვერი-38მგ, მანუკას თაფლი-38მგ, ექინაცეა-5,14მგ. ექინაცეას ფესვის ექსტრაქტი (ECHINACEA PURPUREA (L.) MOENCH), როაილ ჟელე, ყვავილის თაფლი, კონცენტრირებული ფორთოხლის წვენი (CITRUS SINENSIS (L) OSBECK), ყავისფერი პროპოლისის ექსტრაქტი, მწვანე პროპოლისის ექსტრაქტი, მცენარის მტვრის ექსტრაქტი, მანუკას თაფლი.

ჩვენება: ARKOROYAL ძლიერი იმუნიტეტისთვის-იმუნიტეტის გასაძლიერებელი მცენარეული ვიტამინია თხევადი ამპულის ფორმით, შეიცავს ფუტკრის 5 პროდუქტს-ფუტკრის რძეს, ორი სახის პროპოლისს, მანუკას თაფლს, ყვავილის მტვერს და აგრეთვე ექინაცეას. ფუტკრის პროდუქტები ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და გაძლიერებას. დასალევ ამპულას უკეთესი შეღწევადობა აქვს და შექმნილია კონსერვანტების, საღებავებისა და ქიმიური პესტიციდების გარეშე.

გამოყენების წესები: დაშვებულია 12 წლიდან. მიიღეთ 20 დღის განმავლობაში დღეში ერთი ამპულა დილით საუზმის დროს, სასურველია განზავებული იყოს 200მლ წყალში ან ხილის წვენში. არ არის რეკომენდებული ორსულებისთვისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.
ასევე, საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინონ იმ პირებმა, ვისაც აღენიშნებათ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე. აგრეთვე დასაშვებია დანამატის მიღება კვირაში 4-ჯერ ერთი ამპულა 5 კვირის განმავლობაში.
შესაძლებელია გაიმეორონ წელიწადში რამდენჯერმე დროის გარკვეული ინტერვალით. შემადგენლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გახსნამდე შეანჯღრიონ ამპულა. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

გამოშვებოს ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი, #20 ამპულა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
royal jelly+propolis
Form
ხსნარი ორალური
Packing
ამპულა
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page