Bulaxin powder sashet #15

Bulaxin powder sashet #15

Italy

გრაიკარ ხემიკალი
About Product
შემადგენლობა: არგინინი - 1500 მგ, სელენი - 81 მკგ, თუთია - 15 მგ, მაკა (lepidum meyenii) - 300 მგ, დიჰიდროკვერცეტინი - 20 მგ, ვიტამინი E -36 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, ინოზიტოლი - 100 მგ.

ჩვენებები: მამაკაცებში ლიბიდოს შემცირება და ერექციული დისფუნქცია. მამაკაცებში უშვილობა, სპერმატოგენეზის პათოლოგიები - ასთენოსპერმია, ოლიგოსპერმია, ოლიგოზოოსპერმია, ნეკროსპერმია, ტერატოსპერმია, კრიპტოსპერმია. ანეაკულაცია და ნაადრევი ეაკულაცია. ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული უშვილობა პოლიკისტოზი. მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ანოვულატორული ციკლი - კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მიღების შედეგად განვითარებული ანოვულატორული ციკლი. მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქება. ქალებში ლიბიდოს ამაღლება. სქესობრივი განუვითარებლობის თავიდან აცილება, სიმაღლეში ზრდის სტიმულაცია. ფიზიკური ძალის აღდგენა, კუნთოვანი მასის მომატება, იმუნური სისტემის გაძლიერება. სისხლძარღვოვანი პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: 1 პაკეტი 1-ჯერ დღეში დასალევად 150 მლ წყალთან ერთად. უკეთესი შედეგის მისაღწევად დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 პაკეტამდე ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ალერგია და გულისრევის შეგრძნება.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაცია, ჰერპესი, გლაუკომა.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ბულაქსინი #15 პაკეტი, ანოტაციით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 24C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია ყუთსა და პაკეტზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: „ორნადო მედისინ“ ოფისი 11, 43 ბედფორდის ქ. ლონდონი, WC2E 9HA, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: „ორნადო მედისინ“ იტალია
Show More
More Info
Brand
გრაიკარ ხემიკალი
Country
Italy
Generic
L-arginin+vit E+vit B-6+zincum+dihydrocvercetin+inozitol
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page