Calcimes tablet N 30

Calcimes tablet N 30

Spain

ნატურე ფარმა
About Product
დასახელება - კალციმესი #30ტ

1 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი – 500 მგ
მაგნიუმი – 150 მგ
ვიტამინი K - 50 სga
ვიტამინი D - 10 სg (400 UI)

კომბინირებული საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ახდენს ძვლოვანი სისტემის ოპტიმალურ მინერალიზაციას. კალციუმი- პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციაზე და ჰორმონების პროდუქციზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებში და სისხლის ნაკადში. Kკალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. Kკალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძლოვან ქსოვილებში. Kკალციუმი ვიტამინი D3 –თან ერთად ხელს უწყობს ქალებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. Kკალციუმის დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას. Kკალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. ვიტამინი D3 - უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. ნაკლებობა იწვევს ოსტეოპოროზს და ძვლის მოტეხილობას. ვიტამინი D3-უზრუნველყოფს ნერვულ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. Kკალციუმი და ვიტამინი D3- ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას.

ვიტამინი KK- მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში. Aახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. ვიტამინი K GLA ცილის კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილის აქტივაციაში. Aამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. მაგნიუმი – იღებს მონაწილეობას ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე. აუცილებელია კალციუმის შეწოვაში. ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. Gხსნის კუნთოვან სპაზმს. Aახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას, ეხმარება ორგანიზმს სიმშვიდის, კუნთოვანი მასის, კუნთების სიძლიერის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში. ჩვენებები: ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ასევე კომპლექსური თერაპია (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლის მოტეხილობა) კალციუმის და ვიტამინი D დეფიციტი გულსისხლძარღვთა სისტემის და ენდოკრინული სისტემის დაავადებები სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები) უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა. ო
რსულობა და ლაქტაცია: ექიმის რეკომენდაციით მიღების წესი: 1 ტაბლეტი Dდღეში 2-ჯერ კვების დროს.
Show More
More Info
Brand
ნატურე ფარმა
Country
Spain
Generic
calcii carbonate+cholecalcipherol+vit K-2+magnesium
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page