Coenzime Q-10 caps 120mg #30

Coenzime Q-10 caps 120mg #30

United States of America

ამვილაბი
About Product
დასახელება - კოენზიმ Q 10

კოენზიმ Q10 არის ადამიანის ყველა უჯრედში. ის თამაშობს მთავარ როლს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, რომლებიც ხდება მიტოხონდრიებში. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი ამ ნივთიერებას შეიცავს დაახლოებით 1 გრამს. მისი დეფიციტი აფერხებს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას. ორგანიზმი ამ ნივთირებას თავად გამოიმუშავებს, მაგრამ მის გამოსამუშავებლად საჭიროა ვიტამინები B1, B2, B6, C და ფოლიუმის და პანტოთენის მჟავა. თუ აქ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ორგანიზმს რომელიმე აკლია, მაშინ ორგანიზმი კოენზიმ Q10 - ს ვეღარ გამოიმუშავებს. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ - ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ - ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. კოენზიმ Q 10-ის წარმოქმნა ორგანიზმში 20 წლის ასაკის შემდეგ კლებულობს

კოენზიმ Q10 სუფთა სახით გამოყვეს აშშ - ი 1957 წელს. ხოლო 1978 წელს "მიტჩელმა" აღმოაჩინა მისი მოქმედების მექანიზმი რაშიც მიიღო ნობელის პრემია.

კოენზიმ Q10 –ის ფარმაკოლოგიური თვისებები

კოენზიმ Q10 ორგანიზმს აძლევს ენერგიას რათა ის ებრძოლოს დაავადებას და დაამარცხოს ის. კოფერმენტ Q10 - ით გამდიდრებული ორგანიზმი, არის გაცილებით ენერგიული და ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებებს, ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, კანცეროგენულ უჯრედებს და ა. შ.

კლინიკური ცდა თაგვების 2 ჯგუფზე აწარმოეს ნიუ ინგლანდის სამედიცინო ინსტიტუტში. პირველი ჯგუფის თაგვებს უკეთებდნენ კოენზიმ Q10 - ს, ხოლო მეორე ჯგუფის თაგვებს არ უკეთებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ორივე ჯგუფის თაგვებს ორგანიზმში შეუყვანეს სიმსივნის გამომწვევი ქიმიკატი დიბენზო - პირენი. 55 - ე დღეს, მეორე ჯგუფის თაგვებს, რომლებსაც არ უკეთებდნენ კოენზიმ Q10 - ს, თაგვების 85% - ს გაუჩნდა სიმსივნე, ხოლო პირველი ჯგუფიდან რომლებსაც უკეთებდნენ კოენზინორმ Q10 - ს მხოლოდ 25% - ს. მეორე ჯგუფის თაგვების სიმსივნის ზომა საშუალოდ იყო 225 მმ2, ხოლო პირველი ჯგუფის თაგვების 95 მმ2.

132 დღის შემდეგ მეორე ჯგუფის თაგვები ყველა მოკვდა. ხოლო პირველი ჯგუფის თაგვები ექსპერიმენტის მე 300 - ე დღის ბოლოს თაგვების 80% - ზე მეტი ცოცხალი იყო. მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა კოენზიმ Q10 - მა, რადგან ის აქტიურად ებრძვის მალიგნიზებული უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას.

იელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აწარმოეს ცდა თაგვების ორ ჯქუფზე. სანამ თაგვების ორივე ჯგუფს შეუყვანდნენ ნაწლავის ჩხირს ბაქტერია Е.COLI- ს. ერთი ჯგუფის თაგვებს შეუყვანეს კოენზიმ Q10. ხოლო მეორეს თაგვების ჯგუფს არა. ბაქტერიის შეყვანიდან 2 საათის შემდეგ, იმ თაგვებს რომელთა ორგანიზმში შეიყვანეს კოენზიმ Q10 100 ჯერ ნაკლები ბაქტერია იყო ვიდრე მეორეში, ხოლო 10 საათის შემდეგ 500 ჯერ ნაკლები.

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების გზით დაადგინეს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანების 70 - 75% - ს. ორგანიზმში აღენიშნება კოენზიმ Q10 - ის ნაკლებობა. იაპონელი მეცნიერები კოენზიმ Q10 - ის ეფექტის შესწავლის მიზნით დააკვირდნენ იმ პაციენტებს, რომლებსაც გულის შეტევა დაემართათ დატვირთვის, გადაღლილობის ან სტრესის გამო, აღმოჩნდა რომ პაციენტების 70% - ს აღენიშნება დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
United States of America
Generic
coenzim Q-10 /ubichinon/
Dose
120მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page