elmax caps #20

elmax caps #20

Turkey

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
ელმაქსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
(კაფსულა #20)
კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა: L-კარნიტინი-500მგ; კოენზიმ Q10-10მგ; რესვერატროლი-5მგ; ომეგა-3-100მგ.

გამოყენების რეკომენდაცია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია; კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის, ამნეზია; შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი; სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები; აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი,  სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; თვალის დაავადებები; ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული; ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ელმაქსის  მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპი-გასტრიუმის არეში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და დოზირება: ელმაქსი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,  არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს გლობალ ცბს-თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთის მიერ.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
L-carnitine+coenzime Q-10+fish oil (omega-3)+resveratrol
Form
კაფსულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page