ბიოტინი (B7 ვიტამინი) არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. მას ასევე უწოდებენ "H" ვიტამინს ან "სილამაზის ვიტამინს". ბიოტინი მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური ზრდისა და ფუნქციონირებისთვის. ის მონაწილეობს ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას. ბიოტინი აუცილებელია C ვიტამინის შეწოვისთვის. ასრულებს მნიშვნელოვან როლს კანის გაჯანსაღებაში და გაახალგაზრდავებაში, კვებავს და ატენიანებს კანს. ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების გაძლიერებას, ხელს უწყობს მათი ზრდის პროცესს. ამის გარდა, ბიოტინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.