About Product
ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებული ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
შეიცავს 100 % - ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს
2 კაფსულა შეიცავს მაღალკონცენტრირებულ (70%) ომეგა 3-ს - 2000 მგ თევზის ქონში ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შეადგენს 1400 მგ-ს (EPA-800 მგ + DHA-600 მგ)
შეიცავს სპეციალური ტექნოლოგიით მიღებულ თევზის ქონს (ომეგა 3) ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)
ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3 - ის უფრო ნელ და სრულ აბსორბირებას
ამვილაბის ომეგა -3 წარმოადგენს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის მჟავა, დოკოზაჰექსაენის მჟავა) კომბინაციას, რომლებიც ,,სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ - მამოძრავებელი სისტემების და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას
აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
ჩვენება:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხ.
რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხ.
თვალის დაავადებები
ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი - 2000 მგ, ომეგა 3 - 1400 მგ (EPA - 800 მგ, DHA - 600მგ) დოზირება: 1 - 2 კაფსულა დღეში
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
Show More
More Info
2384
Country
United States of America
Generic
fish oil (omega-3) /EPA+DHA/