Solgar L-arginini tab 1000mg #90

Solgar L-arginini tab 1000mg #90

United States of America

სოლგარი
About Product
დასახელება - Solgar - სოლგარი L-არგინინი 1000მგ 90 ტაბლეტი

შემადგენლობა: L-არგინინი (HCl) (თავისუფალი ფორმა) – 1 000მგ.

L-არგინინი არაესენციური ამინომჟავაა. იგი ორგანიზმში სინთეზდება, თუმცა სტრესის დროს და 30 წლის ზევით მისი კონცენტრაცია მცირდება. შესაბამისად, მისი საკვები დანამატის სახით მიღების აუცილებლობა დგება. L-არგინინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება სპერმატოზოიდების ბირთვის ცილებში. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ამინომჟავის უდიდეს როლს ანდროლოგიაში.

L-არგინინი აზოტის ბუნებრივ გადამტანს წარმოადგენს. იგი ეხმარება ორგანიზმს ნიტროზოჯგუფის, აზოტის ოქსიდის (NO) წარმოქმნაში. შესაბამისად, ამ ამინომჟავას ახასიათებს ძლიერი ვაზოდილატაციური მოქმედება, რისი საშუალებითაც აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, აფართოვებს კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. არგინინი მამაკაცებში უზრუნველყოფს ტესტოსტერონის კონცენტრაციისა (გვერდითი მოვლენების გარეშე) და სასქესო ორგანოს სისხლმომარაგების ზრდას, რის შედეგადაც მიიღწევა ხანგრძლივი ერექცია. იგი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს: ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის, მოძრაობის უნარიანობას და კონცენტრაციას. ქალის ორგანიზმში არგინინი ზრდის სისხლის ნაკადს საშვილოსნოში, საკვერცხეებსა და გენიტალიებში. ის ხელს უწყობს ცერვიკალური ლორწოს კონცენტრაციის მატებას და აუმჯობესებს ლიბიდოს. არგინინი ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმპლანტაციისთვის და ხელს უწყობს ფერტილობას 40 წელს გადაცილებულ წყვილში.

L-არგინინი აგრეთვე ხასიათდება დეტოქსიკაციური მოქმედებით. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის აზოტის (ცილების) საბოლოო პროდუქტებს, ამცირებს ამიაკის, შარდოვანას რაოდენობას სისხლში, რაც მნიშვნელოვანია ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში; ეს ამინომჟავა არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს; არგინინი ასტიმულირებს ჰიპოფიზს და ეხმარება ზრდის ჰორმონის გამომუშავებაში; აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე; ახასიათებს გამოხატული ფსიქოტროპული ეფექტი, ზრდის სომატოტროპული ჰორმონების კონცენტრაციას და ამაღლებს გუნება-განწყობას; აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობის უნარსა და კუნთოვან მასას, ხელს უწყობს ბოდიბილდინგს; მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას.

L-არგინინის ნაკლებობა ბავშვებში აფერხებს სქესობრივ მომწიფებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სათანადო კონცენტრაციის არსებობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, ვინაიდან დეფიციტის დროს ვითარდება უნაყოფობა.

ჩვენება:
გინეკოლოგია: უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება.
ანდროლოგია, უროლოგია: ერექციული დისფუნქცია.
ჰეპატოლოგია: ღვიძლის გაცხიმოვნება, ვირუსული და სხვა ქრონიკული დაზიანება; ქოლელითიაზი; ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა; ციროზი.
კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.
ნეფროლოგია: თირკმლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის უკმარისობა.

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, კვებებს შორის.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 90 ტაბლეტი.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
L-arginine
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
90
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page