Taido nausea capsule #60

Taido nausea capsule #60

France

ლაბ. ელერტე
About Product
დასახელება - ტაიდო ნაუსეა #60კაფს

გამოყენება

ტაიდო ნაუსეა ხელს უწყობს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე გულისრევის და ღებინების სიმპტომების შემცირებას. კოჭა და ვიტამინი B6 სინერგიულად მოქმედებს და ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს.

პროკინეტიკური მოქმედების შედეგად კოჭა აღადგენს საყლაპავის მოტორიკას, ამაღლებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აჩქარებს კუჭის შიგთავსის დაცლას, იწვევს პილორუსის სფინქტერის მოდუნებას, ამცირებს გასტრო-დუოდენურ რეფლუქსს, აძლიერებს თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის მოტორიკას.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია კოჭას ეფექტურობა ადრეული ტოქსიკოზის მკურნალობაში. კოჭა ხელს უწყობს კუჭის უფრო სწრაფ გათავისუფლებას საკვებისგან, ნაღვლის ბუშტის დროულ დაცლას, გულისრევის და ღებინების შეჩერებას.

კოჭა ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და ზღვის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ გულისრევას. ღებინების გარდა, კოჭა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას რეგულარული მიღება ამცირებს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

ვიტამინი B6 მნიშვნელოვნად აქვეითებს გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს სისუსტისა დაღლილობის სიმპტომებს, არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას. ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავების, ნახშირწლების, სეროტონინის, ჰომოცისტეინის და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.

ჩვენება

- ორსულთა ტოქსიკოზი;

- მგზავრობის აუტანლობა, ზღვის დაავადება;

- ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მედიკამენტური, ალიმენტური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ინფექციური დაავადებების დროს, ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული ღებინება);

- ფუნქციური დისპეფსია;

- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი.

გამოყენების და შენახვის წესები

გულისრევის ან ღებინების ინტენსივობის მიხედვით მიიღება დღეში 3 კაფსულამდე, ერთ ჭიქა წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ტაიდო ნაუსეა კაფსულების მიღება შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, როგორც ადრეული, ისე გვიანი ტოქსიკოზის დროს, მინიმუმ 15 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

მგზავრობისას 1 კაფსულა ერთი საათით ადრე მგზავრობის დაწყებამდე.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ადრეული და მოგვიანებითი გულისრევის თავიდან აცილების მიზნით პრემედიკაცია სასურველია დაიწყოს 3 დღით ადრე. პაციენტს ენიშნება ტაიდო ნაუსეა 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 3 დღის განმავლობაში, ქიმიოთერაპიის დღეს კი 3 კაფსულა 20 წუთით ადრე და განმეორებით 3 კაფსულა ქიმიოთერაპიიდან 6 საათის შემდეგ. მოგვიანებითი გულისრევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1 კაფსულა 3-ჯერ ქიმიოთერაპიიდან 4-6 დღის განმავლობაში.

მოარიდეთ ბავშვებს, შეინახეთ მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას.
სიფრთხილის ზომები

ტაიდო ნაუსეას მიღება რეკომენდებული არ არის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

საკვები დანამატები გამოყენებული უნდა იქნას როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელი.

არ შეიცავს გლუტენს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ელერტე
Country
France
Generic
zingiber officinalis+vit B-6
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page