Vitomega syrup 100ml #1

Vitomega syrup 100ml #1

Turkey

ტრიაფარმა ილაჩი
About Product

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს:მოქმედი ნივთიერებები: თევზის ქონი 1000მგ შეიცავს: ეიკოზაპენტაენოის მჟავა (EPA) 180მგ; დოკოზაჰექსაენოის მჟავა (DHA) 120მგ; L-კარნიტინი (L-კარნიტინს ტარტრატი) 50მგ; L-არგინინი (L-არგინინის ჰიდროქლორიდი) 100მგ; A ვიტამინი (რეტინოლის აცეტატი) 0.15მკგ RE; D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) 0.0015მგ; E ვიტამინი (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) 5მგ(10.87MV);
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) 20მგTE; თუთია (თუთია სულფატის მონოჰიდრატი)5მგ; დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, სორბიტოლი, სუკრალოზი, კალიუმის სორბეტი, ჰიდროქსიტოლუოლის ბუტილატი, პოლისორბეტი 80, ქსანტანის გუმფისი, ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი.

ჩვენებები: ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების სტიმულირების მიზნით; მოზარდთა აზროვნების, ნევროლოგიური დარღვევების, დეპრესიული მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა; სუსტად განვითარებული ბადურა (რეტინა), თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა; რაქიტიზმი, ოსტეომალაცია, A და D ვიტამინების ჰიპოვიტამინოზი; ინფექციური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, იმუნიტეტის სეზონური ხასიათის დაქვეითება, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, ნებისმიერი გენეზის ართრიტი; კანის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმეტიტი და სხვა; ასთენია, წონის დეფიციტი, ანემია, მადის დაქვეითება; ძვლისა და რბილი ქსოვილების დაავადებებისა და დაზიანების კომპლექსური მკურნალობა; ემოციური ლაბილობა, დეპრესია; დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია.

გამოყენების მეთოდი და დოზირება: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად კვებათა შორის შუალედში ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. ბავშვები 6 თვიდან 4 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი (2.5მლ) დღეში ერთხელ. ბავშვები 5-დან 9 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) დღეში ერთხელ. 10-დან 14 წლამდე ბავშვები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) დღეში ერთხელ. 15 წლის ზევით ბავშვები: 3 ჩაის კოვზი (15მლ) დღეში ერთხელ.

გვერდითი ეფექტები: იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, გულისრევა, ღებინება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება ექიმის გადწყვეტილებით (როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფზე).

წამლისმიერი ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გომოვლინდეს ჰიპერვიტამინოზი.

გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი ბოთლში, შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციით და დოზირებული კოვზით.

შენახვის პირობები: ინახება 25C მდე ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: TRIAPHARMA ILAC SANAYI TICARET ANONIM SIKRETI, თურქეთი.
Show More
More Info
Brand
ტრიაფარმა ილაჩი
Country
Turkey
Generic
fish oil (omga-3)+L-carnitine+L-arginine+zinc+vit A+vit E+vit D+vit C
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page