About Product
დასახელება - Amvilab - ამვილაბი თუთია 15მგ საღეჭი 60 ტაბლეტი
თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: უჯრედების დაყოფა, შენება, აღდგენა და დაცვა, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ჰორმონების, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან.
თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში), გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.
თუთია აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ფორმირებაში.
თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.
თუთია მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს.
თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.
თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება და მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.
თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).
თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება-განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.
ჩვენება:
თუთიის დეფიციტი
იმუნიტეტის დაქვეითება
გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ხშირი ავადობა
მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები)
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა
მოტეხილობები, ჭრილობები
სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების შეფერხება პუბერტულ პერიოდში)
რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
კანის დაავადებები
აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდეგ
შემადგენლობა: თუთია (ოქსიდი/გლუკონატი) - 15მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.
დოზირება: მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს. გაფრთხილება: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
46550
Country
United States of America