შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 40მგ ნატრიუმის ენოქსაპარინს, რაც 4000 ანტი-Xa სე-ს ექვივალენტია. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ჩვენებები – ზოგადი ქირურგიული ჩარევის ან ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენური თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება; – ვენურ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან აცილება მწვავე დაავადებების დროს (როგორიცაა, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები) და მწოლიარე პაციენტებში; – კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ღრმა ვენური თრომბოზი (ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების ვენური შეგუბებითი თრომბით, ფილტვის სისხლძარღვებში თრომბული ბლოკირების მიუხედავად); – არასტაბილური სტენოკარდიის და გარკვეული ტიპის გულის შეტევის (არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) მკურნალობა, მიიღება ასპირინთან ერთად; – თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება დიალიზის დროს (დიალიზი პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტის სისხლი იწმინდება სპეციალურ აპარატში გავლით გარკვეული ინტერვალებით, როდესაც თირკმელები ვერ ასრულებს სისხლის გამწმენდ ფუნქციას) აპარატის მილებში სისხლის დინებისას; - კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (STEMI), რომელიც ვლინდება ეკგ-ზე ST სეგმენტის გაზრდით და გამოწვეულია გულის კუნთში სისხლნაკლებობით (პრეპარატის დანიშვნა შესაძლოა საჭირო გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სამედიცინო მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ინტერვენცია [PCI]).
უკუჩვენებები – ალერგია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება; – ალერგია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური მასის ჰეპარინის წარმოებულების მიმართ, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი; – ბოლო 100 დღის განმავლობაში გამოვლენილი რეაქცია ჰეპარინზე (როგორიცაა ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია), რომლის ნიშანია თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება; – სისხლში ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა; – ძლიერი სისხლდენა ან მდგომარეობა სისხლდენის მაღალი რისკით (როგორიცაა კუჭის წყლული, ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის ჩატარებული ოპერაცია) და სისხლდენით გამოწვეული ინსულტი ბოლო პერიოდში; – სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია ბოლო 24 საათის განმავლობაში
გამოყენების წესი ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 150 სე (1,5 მგ) დღეში ან სხეულის წონის 1 კილოგრამზე 100 სე/მგ (1 მგ) ორჯერ დღეში.
შენახვის წესი ექსოპინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში. პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში