About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): cocarboxylase, cyanocobalamin, nicotinamide, triphosadenine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
ადენიტ ფორტე, ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატს (ატფ), კოკარბოქსილაზას ქლორიდს (ვიტამინი B1), ნიკოტინამიდს (ვიტამინი B3) და ციანოკობალამინს (ვიტამინი B12).
კოლოფში მოთავსებულია ადენიტ ფორტე - 3×4 მლ ქარვისფერი შუშის ფლაკონი - ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და 3×2 მლ გამჭვირვალე ამპულა - ლიდოკაიჟნის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• დიაბეტური ნეიროპათია (დიაბეტის ფონზე განვითარებული პერიფერიული ნერვული დაავადებები – მგრძნობელობის დაქვეითება) და პერნიციოზული ანემია (ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია, განპირობებული მისი აბსორბციის დარღვევით);
• ნევრალგია (ტკივილი ნერვის გასწვრივ);
• გულის კორონარული დაავადება (გულის კუნთის მკვებავი არტერიების შევიწროება, განპირობებული არტერიოსკლეროზით და/ან დაავადების ფონზე განვითარებული ობსტრუქციით), მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება) და მიოკარდიოპათია (გულის კუნთის დაავადება);
• იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ;
• მიალგია (კუნთების ტკივილი) და ლუმბაგო (წელის ტკივილი);
• ბურსიტი (სახსრების მტკივნეული შეშუპება) და ტენდინიტი (კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი მყესების ანთება);
• რეინოს დაავადება (ხელის თითების სიფერმკრთალე და ტკივილი, განპირობებული სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დაღლილობის შეგრძნება და იშვიაჟთად, მწველი ტკივილი ქვემო კიდურებში);
• B1, B12, B3 ვიტამინების დეფიციტი.
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ადენიტ ფორტეს სადღეღამისო დოზაა 1 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან ერთად კუნთში შესაყვანად.
გამოყენების წესი და შეყვანის გზა:
2 მლ 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეყავთ ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველ ფლაკონში და შეანჯღრევენ. ფხვნილი იხსნება 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ შეჰყავთ კუნთებში.
დაუშვებელია ადენიტ ფორტეს ინტრავენური გამოყენება.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ბავშვებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენი აზრით, ადენიტ ფორტე ზედმეტად ძლიერი ან არაეფექტურია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბება:
ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვითარდება კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიური წყლულის აქტივაცია (12-გოჯა ნაწლავსა და კუჭში ნაწიბურის ჩამოყალიბება), ამბლიოპია, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, შარდმჟავას დონის მატება სისხლში.
ადენიტ ფორტეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ადენიტ ფორტეს დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ მედიკამენტი გახსენებისთანავე.
ნუ მიიღებთ მედიკამენტის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ადენიტ ფორტეს მიღების შეწყვეტა
ნუ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
Show More
More Info
7723
Generic
adenosine triphosphate+cocarboxylase+cyancobalamin+nicotinamide
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი