Daneb tab 5mg #28

Daneb tab 5mg #28

Poland

ეს-ლაბი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ნებივოლოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ნებივოლოლს, რომელიც 5.45მგ ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის ექვივალენტურია. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი A, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: დანები შეიცავს ნებივოლოლს, რომელიც წარმოადგენს სელექციურ ბეტა-ბლოკატორს და აფართოებს სისხლძარღვებს (ვაზოდილატატორი). ის გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის სამკურნალოდ). დანები ასევე გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ 70 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ნებივოლოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა 90მმ ვწყ.სვ-ზე ნაკლები); თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის ცირკულაციის დარღვევა ხელებსა და ფეხებში; თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან შენელებული გულისცემა (60 დარტყმაზე ნაკლები წუთში მედიკამენტის მიღების დაწყებამდე); თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის გამტარებლობის დარღვევა (როგორიცაა სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ან ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა) და პაციენტს არ აქვს მოქმედი პეისმეკერი; თუ პაციენტს აღენიშნება გულის მწვავე უკმარისობა ან ინტრავენურად (ინტრავენური წვეთოვანი სისტემით) უკეთდება საგულე მედიკამენტები; თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა; თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ე.წ. ფეოქრომოციტომა; თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის დისფუნქცია; თუ პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური აციდოზი (მაგ.: დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონის მკვეთრად მომატების დროს, როცა სისხლი ხდება აციდოზური); თუ პაციენტი ღებულობს ფლოკტაფენინის ან სულტოპრიდის შემცველ მედიკამენტებს.
ბავშვები და მოზარდები: მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია: დანების მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს, თუ ის არ არის დანიშნული ექიმის მიერ. ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული დანებით მკურნალობის დროს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით
Show More
More Info
Brand
ეს-ლაბი
Country
Poland
Generic
nebivolol
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page