nebeta tab 5mg #28

nebeta tab 5mg #28

Turkey

აბდი იბრაჰიმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური β1-ადრენობლოკატორი.

ჩვენებები
ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება; გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70 წელი).

დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები, დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების შერჩევა.
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
Turkey
Generic
nebivolol
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page