Dibazolum amp 1% 5ml #10

Georgia

თბილისის ფქ
About Product
შემადგენლობა: ხსნარი 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიბაზოლი (ბენდაზოლი)10მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა 0,1 საინექციო წყალი 1მლ-მდე.

ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ჰიპერტონული კრიზების და არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავებული მიმდინარეობის შემთხვევაში, აგრეთვე შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთების სპაზმების დროს ნერვული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები. ჰიპერტონული კრიზების კუპირებისთვის შეიყვანება ვენაში ან კუნთში 3-5მლ 1% ხსნარი (30-40მგ). არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას ნაჩვენებია კუნთში შეყვანა 2-3მლ 1% პრეპარატის (20-30მგ) 2-3ჯერ დღეში მკურნალობის კურსი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება, გულის მიდამოში ტკივილი; მშრალი ხველა, სურდო, სუნთქვის გართულება; სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, სახის გაწითლება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. დაავადება მიმდინარე კუნთების ტონუსის შესუსტებით, კრუნჩხვითი სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით; ჰიპოტენზია; ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით; კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით; შაქრიანი დიაბეტი.
დოზის გადაჭარბება: გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დიბაზოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების მოქმედებას. ასუსტებს ანაპრილინის მოქმედებას, ფენტოლამინი აძლიერებს დიბაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექნაიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტომობილის მართვისა და რთულ მექნიზმებთან მუშაობისას.

სამკურნალო ფორმა: 10მგ-მლ საინექციო ხსნარი.

აღწერა: გამჭირვალე, უფერო სითხე სპეციფიური სუნით.


შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურზე.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
თბილისის ფქ
Country
Georgia
Generic
bendazol
Dose
1%
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page