Ginkor forte caps #30

Ginkor forte caps #30

France

ბოფურ იპსენ ინდუსტრია
About Product
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
გინკგო ბილობას ექსტრაქტი 14მგ
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი 300მგ
ტროქსერუტინი 300მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალება
ფორმა:
კაფსულები
ჩვენება:
• პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ვაზოპროტექტული მოქმედება (იგი
ზრდის წვრილი სისხლძარღვების წინააღმდეგობას).
• პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვემო კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის
დარღვევის დროს:
-სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში;
-ტკივილი;
-უსიამოვნო შეგრძნება ქვემო კიდურებში _ პარესთეზიები ძილის წინ.
• პრეპარატი რეკომენდებულია ჰემოროიდული კრიზების დროს.
დოზირება და მიღების წესი:
• ვენურ-ლიმფური უკმარისობის დროს:
1 კაფსულა 2 ჯერ დღეში: დილით და საღამოს.
• ჰემოროიდული კრიზების დროს:
• 3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.
პრეპარატის დანიშვნის პირობები:
პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის გარკვეული დაავადების დროს.
სხვა შემთხვევაში მისი მიღება დაუშვებელია.
განმეორებითი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
არ გაუწიოთ რეკომენდაცია სხვა პირებს.
სპორტსმენების საყურადღებოდ:
პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს.
კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად
თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა
გამოყენების წინ დაუშვებელია.
რეკომენდებულია წყლის მიყოლება.
გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტურობისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების
წესის დაცვა _ არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად
მდგომარე პოზა, სიმსუქნე.
ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.
პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
მკურნალი ექიმის ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.

შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შეფუთვა:
30 კაფსულა
მწარმოებელი ფირმა:
LABOღAთOIღEშ BEAUFOUღ, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური კომიტეტის
თავმჯდომარე
Show More
More Info
Brand
ბოფურ იპსენ ინდუსტრია
Country
France
Generic
ginkgo biloba+troxerutin+heptaminol
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page