About Product
საერთაშორისო დასახელება - amiloride, furosemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ფუროსემიდს – 40 მგ, ამილორიდის ჰიდროქლორიდს – ექვივალენტურს ამილორიდის ჰიდროქლორიდის ანჰიდრიდის 5 მგ-სა.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.
ჩვენებები
• გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპება;
• ასციტით მიმდინარე ღვიძლის უკმარისობა;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• ნეფროზული სინდრომი;
• ორგანიზმში სითხის შეკავების ისეთი მდგომარეობა, როდესაც საჭიროა კალიუმის შენარჩუნება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი ლერონის მიღება საუზმის ან სადილის დროს მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში.
მოხუცებში, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის დიდი რისკის გამო ლერონი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.
გვერდითი მოვლენები
ფუროსემიდი:
წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემია და ჰიპონატრიემია, რომელიც ვლინდება ზოგადი სისუსტით, წვივის კუნთების კრუნჩხვით. დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), ანორექსია, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერურიკემია (პოდაგრის შესაძლო გამწვავების რისკის მქონე პაციენტებში), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაძლიერება, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის, ასევე შარდოვანასა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება სისხლის პლაზმაში.
ნერვული სისტემის მხრივ: ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება.
ამილორიდი:
წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ლერონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჰიპერკალიემიას, რაც ვლინდება კუნთების სისუსტითა და გულის რიტმის მოშლით.
ენდოკრინული და სასქესო სისტემის მხრივ: ქალებში _ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰირსუტიზმი. მამაკაცებში _ პოტენციის დარღვევები, გინეკომასტია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ატაქსია, ლიბიდოს დაქვეითება.
სხვა: აგრანულოციტოზი, გამონაყარი კანზე, ცხელება.
Show More
More Info
6373
Generic
furosemide+amiloride