About Product
საერთაშორისო დასახელება - Nitroglycerinum
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ნიტროგლიცერინი.
1,2,3-პროპანტრიოლ ტრინიტრატ-ნიტროგლიცერინი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ან თეთრი კრემისფერი ელფერით აბები, ბრტყელი ზედაპირით, ნაჭდევით და ნაზოლით.
შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს 0.0005 გრ ნიტროგლიცერინს;
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, კოლიდონი CL, პოლივინილ-პიროლიდონი დაბალმოლეკულური სამედიცინო, მაკროგოლო 6000.
გამოშვების ფორმა. ენისქვეშა აბები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
ვაზოდილატატორები, რომლებიც გამოიყენება კარდიოლოგიაში, ნიტროგლიცერინი. C01DA02.
ჩვენებები.
- სტენოკარდიის შეტევების კუპირება;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
გამოყენების მეთოდები და დოზები.
გამოიყენება სუბლინგვალურად. მკურნალობის სქემა და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად, კონკრეტული კლინიკური სიტუაციის ჩვენებების გათვალისწინებით.
სტენოკარდიის შეტევების მოხსნის დროს: ტკივილის აღმოცენებისთანავე ერთ აბს მოათავსებენ ენის ქვეშ და აჩერებენ პირში მის საბოლოო გახსნამდე, გადაყლაპვის გარეშე. ჩვეულებრივად ანტიანგინალური ეფექტი 0.5-2 წუთის შემდეგ ვითარდევა. 3-5 წუთის განმავლობაში ანტიანგინალური მოქმედების არ არსებობისას, უნდა მივიღოთ კიდევ ერთი აბი. თუ თერაპიული ეფექტი 2-3 აბის მიღების შემდეგადაც არ არის, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თავბრუსხევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, კანის საფარის ჰიპერემია, ცხელების შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათად (ჭარბი დოზირების დროს) კოლაპსი, ციანოზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე, ქავილი.
უკუჩვენებები.
შოკი, კოლაპსი, არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ ვერც.წყ. სვ.-ზე დაბალი, დიასტოლური არტერიული წნევა 60 მმ ვერც.წყ. სვ.–ზე დაბალი,) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხენა პარკუჭის ავსების დაბალი წნევით, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, ქალაშიდა წნევის მომატება (მათ შორის ჰემორაგიული ინსულტის დროს, ახლად გადატანილი თავის ტრავმის შემდეგ), დახურულკუთხოვანი გლაუკომა მაღალი თვალშიდა წნევით, მომატებული მგრძნობელობა ნიტრატების მიმართ, ერთდროული გამოყენება ვიაგრასთან (სილდენაფილთან).
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემა, გულისრევა და ღებინება, ჰიპოტენზია, ცხელების შეგრძნება ან შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, დისპნოე, ქალაშიდა წნევის მომატება (თავის ტვინის სიმტომები კრუნჩხვებისა და კომის განვითარებაც კი), მეტჰემოგლობინემია (ციანოზი და ტაქიპნოე).
მკურნალობა: ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა (ფეხები უნდა ავწიოთ თავის დონის ზემოთ), პლაზმის ჩანაცვლება, სიმპატომიმეტები, ჯანგბადი. მეტჰემოგლობინემიის ლიკვიდაციისათვის არჩევის პრეპარატად ითვლება მეთილენ ლურჯი.
Show More