About Product
საერთაშორისო დასახელება - ფენოფიბრატი.
სამკურნალო ფორმა : აპკით დაფარული ტაბლეტები .
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება :
ფენოფიბრატი ( მიკრონიზირებული ) ……………. 145,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები :
საქაროზა ……………………………...…. 145,0 მგ
ნატრიუმის ლაურილსულფატი ……… 10,2 მგ
ლაქტოზის მონოჰიდრატი …………… 132,0 მგ
კროსპოვიდონი ………………………..…. 75,5 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა …….. 84,28 მგ
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი .. 1,72 მგ
ჰიპრომელოზა …………………………...… 29,0 მგ
ნატრიუმის დოკუზატი …………………. 2,9 მგ
მაგნიუმის სტეარატი …………………….. 0,9 მგ
გარსი ( ოპადრი OY-B-28920 ): ... 25,1 მგ
პოლივინილის სპირტი ……………….. 11,43 მგ
ტიტანის დიოქსიდი ………………….. 8,03 მგ
ტალკი …………………………………....… 5,02 მგ
სოიოს ლეციტინი ……………………… 0,50 მგ
ქსანტანის გუმფისი ……………………. 0,12 მგ
აღწერილობა:
აპკიანი გარსით დაფარული , თეთრი ფერის მოგრძო ტაბლეტები , წარწერით ,,145" ერთ გვერდზე და ლოგოტიპით მეორე მხარეს .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება - ფიბრატი
გამოყენების ჩვენება:
ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია იზოლირებული ან შერეული
( დისლიპიდემია ტიპი II ა , II ბ , III, IV, V) პაციენტებში , რომელთათვისაც დიეტა ან სხვა სახის არამედიკამენტოზური სამკურნალო ღონისძიებები ( მაგალითად , სხეულის წონის დაკლება ან ფიზიკური აქტივობის გაზრდა ) აღმოჩნდა არაეფექტური , განსაკუთრებით დისლიპიდემიასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების არსებობისას , ისეთი როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და სიგარეტის მოწევა .
მეორადი ჰიპერლიპოპროტეინემიის მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება იმ შემთხვევებში , როდესაც ჰიპერლიპოპროტეინემია შენარჩუნებულია , მიუხედავად ძირითადი დაავადების ეფექტური მკურნალობისა ( მაგალითად , დისლიპიდემია შაქრიანი დიაბეტის დროს ).
გამოყენების პირობები და დოზები:
ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შეიძლება მიიღოთ ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები: ტრიკორი 145 მგ 1 ტაბლეტი დღეღამეში ერთხელ.
პაციენტები , რომლებიც ღებულობენ 200 მგ, ერთ კაფსულას ფენოფიბრატს ან 160 მგ, ერთ ტაბლეტს ფენოფიბრატს, 1 ტაბლეტი ტრიკორის 145 მგ - ის მიღებაზე შესაძლოა გადავიდნენ დოზის დამატებითი კორექტირების გარეშე .
ხანდაზმული პაციენტები : რეკომენდირებულია მიიღოთ მოზრდილებისათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა ( ტრიკორი 145 მგ - ის 1 ტაბლეტი დღეღამეში ).
პაციენტები ღვიძლის დაავადებებით : ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი .
პრეპარატი უნდა მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იმავდროულად გააგრძელოთ დიეტა, რომელსაც პაციენტი მიმართავდა ტრიკორი 145 მგ- ით მკურნალობამდე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა
არსებობს მრავალი მონაცემი ორსული ქალების მიერ ფენოფიბრატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ფენოფიბრატის ტერატოგენული ეფექტი არ აღინიშნებოდა. ემბიოტოქსიკურობა აღინიშნებოდა დოზების კლინიკამდელი გამოკვლევების მსვლელობისას, რომლებიც ტოქსიკური იყო დედის ორგანიზმისათვის. ადამიანისათვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ ორსულობის დროს ტრიკორი 145 მგ ტაბლეტები შესაძლოა გამოყენებული იქნას მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
Show More