Urapidil Kalceks amp 5mg/1ml 10ml #5
Urapidil Kalceks amp 5mg/1ml 10ml #5

Urapidil Kalceks amp 5mg/1ml 10ml #5

Slovakia

ეიჩბიემ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - urapidil
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ალფა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ალფა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა 1 მლ-ზე:
აქტიური ნივთიერება
ურაპიდილ ჰიდროქლორიდი 5.47 მგ (რაც შეესაბამება 5.0 მგ ურაპიდილს).
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინიექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა-ადრენობლოკატორი.

ჩვენებები
ჰიპერტონული კრიზი, არტერიული ჰიპერტენზიის რეფრაქტერული და მძიმე ხარისხი.
მათვადი არტერიული ჰიპოტენზია ქირურგიული ოპერაციის დროს და/ან შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზირება
ურაპიდილი შეჰყავთ ვენაში წვეთოვნად ან ხანგრძლივი ინფუზიის გზით – მწოლიარე მდგომარეობაში.
ჰიპერტენზიული კრიზი, არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ხარისხი, რეფრაქტერული ჰიპერტენზია.
1) ვენაში: პრეპარატის 10-50მგ შეიყვანება არტერიული წნევის კონტროლით. არტერიული წნევის დაქვეითება მოსალოდნელია შეყვანიდან 5 წუთში. თერაპიული ეფექტის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის განმეორებით შეყვანა.
2) ინტრავენური წვეთოვანი ან უწყვეტი ინფუზია პერფიზიული ტუმბოს საშუალებით. შემანარჩუნებელი დოზა: საშუალოდ 9 მგ/სთ, ანუ პრეპარატის 250 მგ (10 ამპულა 5 მლ-იანი ან 5 ამპულა 10 მლ-იანი) გახსნილი 500 მლ საინფუზიო გამხსნელში (1 მგ – 44 წვეთი – 2.2 მლ).
მაქსიმალური დასაშვები თანაფარდობა – პრეპარატ ურაპიდილის 4 მგ 1 მლ საინფუზიო ხსნარზე.
რეკომენდებული მაქსიმალური საწყისი სიჩქარე: 2 მგ/წთ.
წვეთოვანი შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია პაციენტის არტერიული წნევის მაჩვენებლებზე.
ხსნარი წვეთოვანი ინფუზიისათვის განკუთვნილი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად, მზადდება შემდეგნაირად:
პრეპარატის 250 მგ (10 ამპულა 5 მლ-იანი ან 5 ამპუ;ა 10 მლ-იანი) პრეპარატს უმატებენ 500 მლ საინფუზიო ხსნარს, მაგალითად ფიზიოლოგიურ ხსნარს, 5 ან 10%-იან დექსტროზას (გლუკოზას) ხსნარს.
თუ შემანარჩუნებელი დოზის შესაყვანად გამოიყენება პერფუზიული ტუმბო, მაშინ პრეპარატის 100 მგ (4 ამპულა 5 მლ-იანი ან 2 ამპულა 10 მლ-იანი) შეივანება შპერფუზიული ტუმბოს პრიცში და განზავდება 50 მლ-მდე ფიზიოლოგიური ხსნარით, 5 ან 10%-იანი დექსტროზა (გლუკოზას) ხსნარით.
არტერიული წნევის მართვადი (კონტროლირებული) შემცირება მისი მომატებისასქირურგიული ოპერაციის დროს და/ან შემდეგ.
უწყვეტი ინფუზია პერფუზიული ტუმბოს დახმარებით ან წვეთოვანი ინფუზია გამოიყენება არტერიული წნევის შესანარჩუნებლად, რომელიც მიიღწევა ინტრავენური შეყვანით.

განსაკუთრებული მითითებანი
შესაძლებელია ერთდროული გამოყენება სხვა პერორალურ ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, აორტის სტენოზი, ღია ბოტალის სადინარი, 18 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით: ხანდაზმული ასაკი, ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვეული ფუნქცია, ჰიპოვოლემია
Show More
More Info
Brand
ეიჩბიემ ფარმა
Country
Slovakia
Generic
urapidil
Dose
5მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page