Alicid cream 1% 30g tube #1
Alicid cream 1% 30g tube #1

Alicid cream 1% 30g tube #1

Turkey

ფარმა პლანტ ილაჩ.სან.
About Product
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:კრემის 1 გრამი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.

გამოყენება
ალიციდის აქტიური ნივთიერებაა ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. ალიციდი სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ალიციდი დამღუპველად მოქმედებს კანის პრობლემების გამომწვევ ზოგიერთ სოკოებზე ან აფერხებს მათ ზრდას.
ალიციდი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფი (ტერფის ტინეა), საზარდულის მიდამოს ქავილი (საზარდულის ტინეა), რინგვორმი (სხეულის ტინეა), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
უკუჩვენება
ალიციდი არ გამოიყენება:
- ტერბინაფინის ან ალიციდში შემავალ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ალიციდი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.არ დაიტანოთ ალიციდი სახეზე.ალიციდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტისას მოიცილეთ კრემი, გამოირეცხეთ თვალები გამდინარე წყლით და რაიმე სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.ალიციდის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს. ალიციდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა საჭიროებისა.
დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება თუ იყენებთ ალიციდს, არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.
მოერიდეთ ჩვილების კონტაქტს პრეპარატით დამუშავებულ ადგილებთან, მათ შორის მკერდთან.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები/გამოყენების სიხშირე
ალიციდი დაიტანეთ კანის ინფიცირებულ ადგილებზე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ:
ათლეტის ტერფი (ტერფის ტინეა): დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
საზარდულის მიდამოს ქავილი (საზარდულის ტინეა) და რინგვორმი (სხეულის ტინეა): დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.
გამონაყარი (კანის კანდიდოზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ 1 კვირის განმავლობაში.
ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.
კრემის გამოყენება განაგრძეთ მკურნალობი სრეკომენდებულ პერიოდში, მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ინფექციისგაუმჯობესება მოხდა. კრემის არარეგულარულად გამოიყენების ან გამოყენების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია ინფექციის კვლავ გაჩენა.
ალიციდით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აღინიშნება დაავადებული კანის მდგომარეობა გაუმჯობესება, მაგრამ დაზიანებული კანის სრულად განკურნებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. ალიციდის ეფექტი გაგრძელდება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგაც და კანი აგრძელებს განკურნებას.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესების არანაირი ნიშნები არ შეიმჩნევა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და მეთოდი
გაიწმინდეთ დაზიანებული კანი და მიმდებარე არე(ები) და დაიბანეთ ხელები.დაიტანეთ მცირე რაოდენობით კრემი თითზე.დახურეთ ტუბის თავსახური.წაისვით კრემის თხელი ფენა დაზიანებულ კანზე და მის მიმდებარე არეებზე.ნაზად შეიზილეთ.
დაიბანეთ ხელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ინფექცია გაავრცელოთ კანის სხვა ნაწილებზე ან სხვა პირებზე.
თუ კანი დაზიანებულია ხელის ან ფეხის თითებს შორის ან დუნდულებზე, მკერდის ქვეშ, იღლიის ფოსოში ან საზარდულის მიდამოში, კრემის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ ეს არე დოლბანდით დაფაროთ. განსაკუთრებით ეს რეკომენდებულია დაწოლის დროს. თუ იყენებთ დოლბანდს, კრემის ყველა ჯერზე გამოყენებისას იხმარეთ ახალი, სუფთა დოლბანდი.
იმისათვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, საჭიროა დაზიანებული კანის მიდამოს სუფთად შენარჩუნება, რაც თვალისწინებს რეგულარულად დაბანას. კანი გაიშრეთ ნაზი შეხებით და გახეხვის გარეშე. მოერიდეთ კანის დაკაწრვას, მაშინაც კი, თუ გექავებათ, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს კანი და შეანელოს განკურნების პროცესი ან ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
არის. ალიციდი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
ალიციდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მიერ.
მკურნალობის შეწყვეტა
ალიციდით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს დაავადება.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.
Show More
More Info
Brand
ფარმა პლანტ ილაჩ.სან.
Country
Turkey
Generic
terbinafine
Dose
1%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page