/images/logo_en.svg
Betaderm ointment 0.5mg+1mg/1gr 15gr. tube#1
Betaderm ointment 0.5mg+1mg/1gr 15gr. tube#1

Betaderm ointment 0.5mg+1mg/1gr 15gr. tube#1

Poland

ჯელფა

About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ
1 გ შეიცავს
ბეტამეტაზონი (დიპროპიონატის სახით) . . . . . . . 0.5 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) . . . . . . . … . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, ლანოლინის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვისჩვენებები
ბეტადერმი გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი, ანთებითი მდგომარეობების (დერმატოზების) დროს, განსაკუთრებით ალერგიული დასაწყისით, რომლებიც გართულებულია განმეორებითი ბაქტერიული ინფექციით და მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ქავილით ან ძლიერი ალერგიული რეაქციებით, ძირითადად შემდეგი მდგომარეობების დროს: ატიპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, მარტივი ქრონიკული სირსველი, გარქოვანებული ეგზემა, ფსორიაზი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, წითელი მგლურას კანის ფორმა, პოლიმორფული ერითემა.

დოზების რეჟიმი
გამოიყენება ადგილობრივად, მცირე რაოდენობით მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში 1-2-ჯერ. მალამოს გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ არ შეიძლება.
თუ ძალიან აუცილებელია ნახვევის დადება, მაშინ უნდა მოხდეს ჰაერის გამტარი ნახვევის გაკეთება, რომლის დროსაც არ შეიძლება მჭიდრო, ცელოფნის ნახვევის გამოყენება. შესვენების გარეშე მკურნალობის 2 კვირაზე ხანგრძლივად ჩატარება არ შეიძლება. ერთი კვირის განმავლობაში 45 გ-ზე მეტი მალამოს გამოყენება არ არის. რეკომენდებული.უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდების, გენტამიცინის ან მალამოს ფუძის შემადგენელთა მიმართ. კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები, კანის ახალწარმონაქმნები, ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები, ჩუტყვავილა, ფლებიტები და ტროპიკული წყლულები. გამოყენება არ შეიძლება კანის ფართო მონაკვეთის დაზიანებისას, განსაკუთრებით რომლებიც მიმდინარეობს კანის მთლიანობის დაზიანებით, მაგალითად დამწვრობებისას. არ შეიძლება ხანგრძლივად გამოყენება ბაქტერიების განვითარებადი რეზისტენტობის გამო. სახის კანზე გამოყენება არ შეიძლება. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს არ იყენებენ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატ ბეტადერმის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, გაყინვა დაუშვებელია.
Show More
More Info
Brand
ჯელფა
Country
Poland
Generic
betametasona+gentamicina
Dose
0.5მგ+1მგ/1გრ
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
15გრ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat