Celestoderm-V ointment 30gr
Celestoderm-V ointment 30gr

Celestoderm-V ointment 30gr

Belgium

ორგანონ ჰეისტი
About Product
საერთაშორისო დასახელება - betamethasone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: betamethasone;
1 გრამი მალამო შეიცავს 1 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტურ ბეტამეთაზონის 17-ვალერატს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, მინერალური ზეთი.

სამკურნალწამლო ფორმა: მალამო
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის რბილი კონსისტენციის ერთგვაროვანი მალამი, არ შეიცავს გარეშე ჩანართებს.
ფარმაცევტული ჯგუფი: დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები..
ATC კოდი: D07A C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცელესტოდერმი-V, მალამო ან კრემი ახდენს ადგილობრივ ანთებისსაწინააღმდეგო, ქავილსაწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას.

გამოყენების გზები და დოზები.
ცელესტოდერმიV -სკანის მთელ დაზიანებულ უბანზე უსვამენ თხელ ფენად, დღეში1-3-ჯერ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევებში ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღეში 1-2-ჯერწასმა.
პრეპარატის წასმის სიხშირე დაზიანების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. მსუბუქ შემთხვევებში იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ, შედარებით მძიმე დაზიანებების დროს გამოყენების სიხშირე უნდა გაიზარდოს.
არ არის განკუთვნილი ოკლუზიური სახვევით გამოყენებისთვის, რადგან ამ დროს შესაძლებელია გაძლიერდეს პრეპარატის გვერდითი მოქმედება.
პრეპარატის უწყვეტად გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა პრეპარატ ცელესტოდერმი V-ს გამოყენების სიხშირე უნდა შემცირდეს ან ის უნდა ჩანაცვლდეს ადგილობრივი გამოყენების ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდით და შემანარჩუნებელი თერაპია გაგრძელდეს პრეპარატის თანდათანობითი მოხსნით. თუკი მდგომარეობა არ გამოსწორდა, ან გაუარესდა თერაპიის 2-4 კვირის მანძილზე, აუცილებელია განმეორებითი გამოკველვის ჩატარება და დანიშნული მკურნალობის გადახედვა.

გვერდითი რეაქციები.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებითოკლუზიური სახვევების ქვეშ, შეაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნესებური გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი და ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამონაყარი.
ადგილობრივი გვერდითი რეაქციის მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარეა სახის კანი, თმის საფარის ქვეშ არსებული და სასქესო ორგანოების კანი.
დერმატოზების სამკურნალოდ ხანგრძლივად გამოყენებული ძლიერმოქმედი ტოპიური კორტიკოსტეროიდების, მათ შორის ცელესტოდერმი-V-ს, მოსხნის შემდეგ, შესაძლოა, გამწვავდეს დაავადების ნიშნები და სიმპტომები და ტოპიურ კორტიკოსტეროიდებზე დამოკიდებულების განვითარება გამოიწვიოს.
სისტემური მოქმედების გლუკოკორტიკოიდების დანიშვნისას დარეგისტრირებული ყველა არასასურველი მოვლენა, მათ შორის ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების ძლიერმოქმედი კლუკოკორტიკოიდების დანიშვნისას.
Show More
More Info
Brand
ორგანონ ჰეისტი
Country
Belgium
Generic
betamethasone
Dose
0.1%
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page