About Product
საერთაშორისო დასახელება - betamethasone, gentamicine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: betamethasone, gentamycin;
1 გრამი მალამო შეიცავს 1 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტურ ბეტამეთაზონის ვალერატს და 1 მგ გენტამიცინის ეკვივალენტურ გენტამიცინის სულფატს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, მინერალური ზეთი.
სამკურნალწამლო ფორმა: მალამო
ფარმაცევტული ჯგუფი: დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეტამეთაზონი ანტიბიოტიკებით. კოდი ATC D07C C01.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები
დერმატოზები, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას ექვემდებარება მეორადი ინფექციით გართულების ან გართულების საეჭვო შემთხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ეგზემა (ატოპური, ბავშვთა, მონეტისებური), ანოგენიტალური და მოხუცებულობის ქავილი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, მზის დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტაზ-დერმატიტი და ფსორიაზი.
უკუჩვენებები
კანის დადგენილი ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, მათ შორის, ტუბერკულოზური, მწვავე სოკოვანი), აკნე. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენების გზები და დოზები.
კანის მთელ დაზიანებულ უბანზე კრემს უსვამენ თხელ ფენად, დღეში ორჯერ _ დილით და საღამოს.პრეპარატის წასმის სიხშირე ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. მსუბუქ შემთხვევებში იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ, შედარებით მძიმე დაზიანებების დროს შესაძლებელია, უფრო ხშირი გამოყენების საჭიროება დადგეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიდიდესა და ლოკალიზაციაზე, ასევე ავადმყოფის მხრიდან მკურნალობაზე გამოვლენილ პასუხზე. მაგრამ თუ კლინიკური გაუმჯობესება 3-4 კვირის მანძილზე არ აღინიშნება, დიაგნოზი უნდა გადაიხედოს.
გვერდითი რეაქციები
პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება და მოიცავს მგრძნობელობის მომატებას, გამონაყარსა და კანის პიგმენტაციას. ხანგრძლივი და/ან მაღალ დოზებშიგამოყენებისას, დაზიანებულ უბნებზე წასმის დროს შესაძლებელია ისეთი ეფექტები განვითარდეს, როგორიცაა კანის ატროფიული ცვლილებები, ტელეანგიექტაზიები, სტრიები, სტეროიდული აკნე, როზაცეა, ასევე პერიორალური დერმატიტი და ჰიპერტრიქოზი. გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების (ჰიპოკორტიციზმი, დიაბეტი, ოსტეოპოროზი) განვითარების შესაძლებლობა.
გენტამიცინით მკურნალობას შესაძლოა ახლდეს კანის დროებითი გაღიზიანება (ერითემა და ქავილი), რაც, ჩვეულებრივ, მკურნალობის მოხსნას არ მოითხოვს.
ოკლუზიური ნახვევების ქვეშ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნესებური გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი და ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამონაყარი.
Show More
More Info
26664
Generic
betamethasone+gentamicin