Cicloderm cream 15g #1

Cicloderm cream 15g #1

Israel

ტრიმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - ciclopiroxolamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → აზოლების ჯგუფი
შემადგენლობა
კრემი 1 %: ტუბში 15გ.
1 გ. შეიცავს
ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (ჩანდიდა-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ციკლოდერმი ხასიათდება კარგი ამტანობით.

ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი
ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.
თუ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Show More
More Info
Brand
ტრიმა
Country
Israel
Generic
ciclopirox
Dose
1%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
15გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page