Clindacin gel 1% 30gr #1
Clindacin gel 1% 30gr #1

Clindacin gel 1% 30gr #1

Poland

ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
About Product
შემადგენლობა
1 გ.
კლინდამიცინი (ფოსფატის სახით) . . . . . . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, გასუფთავებული წყალი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა

ჩვენებები
Propionibacterium acnes გამოწვეული ჩვეულებრივი ფერიჭამიები, ასევე კანის სხვა ინფექციები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენება აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
პრეპარატის კლინდაცინ თ 1% გელი თხელ ფენად დაიტანება დასნებოვნებულ მონაკვეთებზე დღეში ორჯერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4-8 კვირას შეადგენს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ბავშვებში კლინდაცინ თ გელის გამოყენების უსაფრთხოება განსაზღვრული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებლობას არ წარმოადგენს დოზირების ცვლილება.
დოზირება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში:
პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით პრეპარატის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი, ან სუსტი ეჩვენება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება
კლინდაცინ თ უკუნაჩვენებია ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისათვის კრონის დაავადებით, წყლულოვანი კოლიტით ან ანტიბიოტიკებით თერაპიის შემდგომი კოლიტით ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია
კლინდაცინ T-ს ორსულებში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
კანის ზედაპირიდან პრეპარატის აბსორბციის შესაძლებლობის გამო, კლინდამიცინის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის არ შეიძლება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
Country
Poland
Generic
clindamycin
Dose
1%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page