Expigment cream 4% tube /TR/ #1
Expigment cream 4% tube /TR/ #1

Expigment cream 4% tube /TR/ #1

Turkey

ორვა თურქეთი
About Product
დასახელება - ექსპიგმენტი კრემი 4% 30გრ ტუბი /TR/ #1

რა არის და რისთვის გამოიყენება ექსპიგმენტი ?
•ექსპიგმენტი, ეს არის პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის. სხვა დერმატოლოგიური პრეპარატების სახელით ცნობილ ჯგუფში შედის,
•ექსპიგმენტის 1 გრამი, მოქმედი ნივთიერების სახით 40 მგ ჰიდროქინონს შეიცავს. ჰიდროქინონი კანის ფერის გამაღიავებელი თვისების მქონე ნივთიერებაა.
•ექსპიგმენტი, გამოყენებისთვის წარმოდგენილია 30 გრ კრემის შემცველი ალუმინის ტუბით, რომელიც პლასტიკური სახურავით არის დაცობილი.
•ექსპიგმენტი, კანის მუქი ფერის (ჰიპერპიგმენტაციის) მიდამოებში გაღიავების მიზნით გამოიყენება. ექსპიგმენტის მოქმედი ნივთიერება, ჰიდროქინონის ეფექტი კანისთვის ფერის მიმცემი ნივთიერების მელანინის წარმოების შენელებით ვლინდება. მელანინის პიგმენტების შემცირებით, კანის გამუქებული მიდამოები თანდათან ნორმალურ ფერს უბრუნდება.
როგორ გამოიყენება ექსპიგმენტი ?
•სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, ექსპიგმენტი გამოიყენება შემდეგი სახით:
დღეში ორჯერ, დილით და საღამოს კანის ზედაპირზე დაიტანება.
თუ, 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ გამოვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კანის ზედაპირზე დატანებით გამოიყენება.
ექსპიგმენტი, კანის მხოლოდ დაზიანებულ (კანის ფერის შეცვლილი მიდამო) მიდამოებში თხელი ფენის სახით დაიტანეთ.
წამლის გამოყენების პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებას თავი მოარიდეთ და მკურნალობის ქვეშ მყოფ მონაკვეთებზე მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ ანდა აღნიშნული მიდამოები ტანისამოსით დაიცავით.
ფოტო-1-2- სახურავის უკუღმა დატრიალებით ტუბის თავი გახვრიტეთ.
თუ, ქვემოთ ჩამიოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
იშვიათი:
•მსუბუქი წვა
•ჩხვლეტის შეგრძნება
•სიწითლე
•სიმშრალე
ძალიან იშვიათი:
•ბუშტუკების (სითხის სავსე ბუშტუკი) განვითარება
•კანის გახეთქვა
•კანის ფერის შეცვლა ლურჯ-შავ ფერში
ზემოთ აღნიშნული ექსპიგმენტის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
ექსპიგმენტის შენახვა
ექსპიგმემტი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
Show More
More Info
Brand
ორვა თურქეთი
Country
Turkey
Generic
hydrocortisone acetate
Dose
4%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page