Helpogen cream 15g #1

Helpogen cream 15g #1

Greece

ჰელპ ს.ა.
About Product
საერთაშორისო დასახელება - Betamethasonum+gentamicynum+tolnaftate*

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ბეტამეტაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი(როგორც სულფატი), ტოლნაფტატი და იოდოქლორჰიდროქსიქუინი.
შემავსებლები: ქლოროკრეზოლი, პოლიეთილენ გლიკოლის მონოცეტილური ეთერი, კეტოსტეარილის სპირტი, თეთრი პეტროლატი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ჰიდროგენ ფოსფატი, წყალი.
აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია:
ჰელპოგენის კრემის ყოველი გრამი შეიცავს:
ბეტამეტაზონის 17-ვალერატი 0,61მგ
გენტამიცინი(როგორც სულფატი) 1,00მგ
ტოლნაფტატი 10,00მგ
იოდოქლორჰიდროქსიქუინი 10,00მგ

ჩვენებები:
საზარდულის დერმატიტი, ხელებისა და ფეხების ქრონიკული დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ჰერპეს ზოსტერი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ინფექციური დერმატიტი, ფოლიკულური დერმატიტი, დისჰიდროზი, პარაკერატოზი, პარონიხია, ანუსის პრურიტუსი, სებორეული ეგზემა, ინტერტრიგო, სებორეული დერმატიტი, ვულგარული აკნე, იმპეტიგო, ნეიროდერმატიტი, ფოტოსენსიტიური დერმატიტი, საზარდულის დერმატოფიტოზის ლიქენიზაცია, ტერფის, ბარძაყისა და ტანის სარტყლისებრი ლიქენი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
კანის ტუბერკულოზური ან ვირუსული დაავადება, ჰერპესის და ვარიცელას ჩათვლით.

სიფრთხილის ზომები:
თავიდან აიცილეთ პრეპარატის კონტაქტი თვალებთან.
შეიძლება შემჩნეულ იქნას ღია ფერის ტანსაცმელზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის სხვა მედიკამენტთან ერთდროულად მიღების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ჰელპოგენის კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ კერაზე, დღეში 2-3 ჯერ. შესაძლოა საჭირო იყოს მკურნალობის ხანგრძლივი კურსი (2-4 კვირა).

ჭარბი დოზირება:
დოზის გადამეტების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს ინფექციებისადმი ჰიპერსენსიბილიზაცია და მიკრობული ანთების გაძლიერება.

უნდა ეცნობოს ექიმს ნებისმიერი არასასურველი გამოვლინების შესახებ.
Show More
More Info
Brand
ჰელპ ს.ა.
Country
Greece
Generic
betamethasone+gentamicin+tolnaftate+iodochlorhydroxyquin
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
15გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page