Sulfargin ointment 50.0
Sulfargin ointment 50.0

Sulfargin ointment 50.0

Estonia

ტალინი ქფქ
About Product
სულფარგინი, 10მგ-გ მალამო
ვერცხლის სულფადიაზინი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის საჭირო ინფორმაციას.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის სულფადიაზინი. 1გ მალამო შეიცავს 10მგ ვერცხლის სულფადიაზინს. სხვა კომპონენტები: ვაზელინის ზეთი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილის მონოსტეარატი 40-55, პოლისორბატი 80, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების დამატებითი პროფილაქტიკა და მკურნალობა; კანის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების დამატებითი მკურნალობა; კანის გადანერგილი ინფიცირებული უბნების და ფართო დაბეჟილობების დამატებითი პროფილაქტიკა.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ვერცხლის სულფადიაზინის ან სხვა სულფანილამიდების მიმართ; აქვს ნივთიერებათა ცვლის ცნობილი დაავადება- ნახშირწყლოვანი ცვლის ფერმენტის გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, ანუ ჰემოლიზი); არის ორსულად და-ან ლაქტაციის პერიოდში.
არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება (ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო): დღენაკლულ ბავშვებში; 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. სულფარგინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ და დამწვრობის სველი ჭრილობების სამკურნალოდ.
პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აქვს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: მალამოს გამოყენებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან-და თირკმელების უკმარისობა; თუ აქვს პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანსა და ნერვულ სისტემას); ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, სულფარგინის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია.
ბავშვები: ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო, სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ბავშვებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სულფარგინი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იყენებს, უახლოეს წარსულში გამოიყენა ან აპირებს რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. ვერცხლის სულფადიაზინს შეუძლია ადგილობრივად გამოყენებული პროტეოლიზური ფერმენტების ინაქტივაცია მოახდინოს, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ლაქტაცია: არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის.
თუ პაციენტი არის ორსულად, ლაქტაციის პერიოდში ან ფიქრობთ, რომ არის ორსულად, ან აპირებს დაორსულებას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.

სულფარგინი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216), ცეტოსტეარილის სპირტს და პროპილენგლიკოლს.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 216) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (აგრეთვე დაყოვნებული ტიპის), ცალკეულ შემთხვევაში ასევე ბრონქოსპაზმი.
ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გამოყენების წესი: ყოველთვის გამოიყენება ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა აუხსნა პაციენტს. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პირველი გამოყენებისას, ტუბის გასახსნელად, კონუსური მოწყობილობის მეშვეობით ნდა გახვრიტონ ტუბის ყელზე ხრახნიანი ბუშონის მემბრანა. კანის ზედაპირის გაწმენდის შემდეგ, მალამო თხელი ფენით (2-4მმ) უნდა დაიტანონ დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, სტერილური სახვევის ქვეშ ან ღია წესით. მალამო შეიძლება ასევე წაუსვან სტერილურ სახვევზე, რომელიც იდება დაზიანებულ ზედაპირზე. სულფარგინის გამოყენება უმტკივნეულოა, მალამო არ სვრის ტანსაცმელს და თეთრეულს. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა-300გ.
Show More
More Info
Brand
ტალინი ქფქ
Country
Estonia
Generic
sulfadiazine silver salt
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page