Aromactiv Baby gel 20gr #1

Aromactiv Baby gel 20gr #1

Poland

აფლოფარმი
About Product
ემადგენლობა: პანთენოლი, მზესუმზირის ზეთი, სოიოს ზეთი, ყურძნის წიპწის (თესლის) ზეთი, ზეითუნის ზეთი, ვიტამინი E, ვიტამინი A, შვრიის რძე, ავოკადოს ნაყოფის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი; ფიჭვის, პიტნის და ევკალიპტის სურნელი.

ჩვენება: არომაქტივ ბეიბი გელი განკუთვნილია ბავშვებისა და ჩვილებისთვის სიცოცხლის პირველივე დღიდან. არომაქტივ ბეიბის გელით მასაჟისას გამოიყოფა ფიჭვის, პიტნის და ევკალიპტის გამაგრილებელი სურნელები და ეხმარება პატარას მოდუნებაში და მშვიდად დაძინებაში. არომაქტივ ბეიბი გელში შემავალ ზეთებს აქვს შესანიშნავი მკვებავი თვისებები. ისინი ატენიანებენ ბავშვის ნაზ კანს და აძლიერებენ მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს. ავოკადოს ნაყოფის, კალენდულასა და გვირილის ყვავილების ექსტრაქტების ნარევი ატენიანებს და არბილებს კანს. არომაქტივ ბეიბის გელი არ შეიცავს ტერპენოიდებს (კამფორი, მენთოლი, ევკალიპტოლი) და შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული სიცოცხლის პირველივე დღიდან. გელი გამოყენებისას გამოყოფს სასიამოვნო სურნელს, რომელიც აიოლებს ასევე მასაჟის პროცედურას

გაფრთხილება: პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული დღენაკლ ბავშვებში.

გამოყენების წესი:გელის მცირე რაოდენობა უნდა დაიდონ ხელზე; ნაზად შეაზილონ ბავშვს კანზე გულმკერდის არეში; მოერიდონ თვალებთან გელის შეხებას

დამატებით ინფორმაცია: გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის; არ უნდა მოხდეს თვალებთან შეხება. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა ჩამობანა წყლით; გელის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ; არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებში; არ გამოიყენება რომელიმე ინგრედიენტზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: პროდუქტი უნდა ინახებოდეს კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ უნდა გააცივონ ან არ გაყინონ გელი; არომაქტივ ბეიბის გელი არ შეიცავს ტერპენოიდებს (კამფორი, მენთოლი, ევკალიპტოლი); პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი: აფლოფარმი (Aflofarm), პოლონეთი.
Show More
More Info
Brand
აფლოფარმი
Country
Poland
Generic
pinus+eucaliptus+menthae
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
20გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page