Emanera caps 40mg #56

Emanera caps 40mg #56

Poland

კრკა
About Product
სავაჭრო დასახელება
ემანერა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ეზომეპრაზოლი

სამკურნალო ფორმა
20 მგ და 40 მგ კუჭში ხსნადი კაფსულები

შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას - ეზომეპრაზოლის მაგნიუმს 20.645 მგ და 41.290 მგ (რაც 20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლოს ექვივალენტია შესაბამისად),
დამხმარე ნივთიერებებს - შაქრიანი გრანულები (სფეროები), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, Oპადრყ II ჭჰიტე 85F28751 (სპირტი პოლივინილის, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000, ტალკი), მაგნიუმის კარბონატი მძიმე, მეტაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30%, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლისორბატი 80,
კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის (III) ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

აღწერილობა
კაფსულები ღია ვარდისფერი კორპუსით და თავსახურით. კაფსულის შიგთავსი - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის პელეტები (20 მგ დოზირებისათვის).
კაფსულები თითქმის ვარდისფერი კორპუსით და თავსახურით. კაფსულების შიგთავსი - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის პელეტები (40 მგ დოზირებისათვის).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები და პრეპარატები გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სამკურნალოდ (GOღD). პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
გამოყენების ჩვენება
• გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა, ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან აცილებისასთვის, გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა);
• Hელიცობაცტერ პყლორი-ს ერადიკაციისათვის ანტიბიოტიკებით თერაპიის შესაბამის რეჟიმთან კომბინაციაში (Hელიცობაცტერ პყლორი-სთან ასოციირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა; Hელიცობაცტერ პყლორი-სთან ასოციირებული პეპტიური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკა);
• პაციენტების, რომლებსაც ესაჭიროებთა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით უწყვეტი მკურნალობა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიამ რისკის ჯგუფს);
• ხანგრძლივი მკურნალობა პეპტიური წყლულიდან სისხლდენის რეციდივის ინტრავენური ინდუცირებული პროფილაქტიკის შემდეგ;
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზირება
კაფსულები მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან დაფშვნა.
პაციენტებისათვის, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა, შეიძლება კაფსულების გახსნა და შიგთავსის განზავება ნეხევარ ჭიქა უგაზო წყალში. არ შეიძლება სხვა სითხეების გამოყენება, რადგანაც დამცავი გარსი შეიძლება გაიხსნას სითხეში. წყალს მიკროგრანულებით იღებენ მაშინათვე ან 30 წუთის განმავლობაში. თავიდან აავსეთ ჭიქა წყლით ნახევრამდე, აურიეთ ნალექი და დალიეთ. არ არის რეკომენდირებული გრანულების დაღეჭვა ან დაფშვნა.
პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, შეიძლება კაფსულების გახსნა და შიგთავსის განზავება უგაზო წყალში, შემდეგ ზონდის მეშვეობით შეყვანა. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის შეყვანის მიზანშეწონილობა შპრიცის და ზონდით მეშვეობით სათანადოდ იყოს განხილული.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
• ერთობლივი გამოყენება ატაზანავირთან ერთად
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
• საბავშვო და 12 წლამდე მოზარდის ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Poland
Generic
esomeprazoli
Dose
40მგ
Form
კაფსულა
Quantity
56
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page