Enterogermina susp 2mlr/5ml #10

Enterogermina susp 2mlr/5ml #10

Italy

ოპელა ჰელსქეარ იტალია
About Product

შემადგენლობა: ერთი ფლაკონი (5მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს-2 მილიარდს; დამხმარე ნივთიერებას: გასუფთავებულ წყალს-5მლ-მდე.

ჩვენება: ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი თერაპია. ინტოქსიკაციისთვის ან ნაწლავური დისბაქტერიოზისა და ავიტამინოზისთვის დამახასიათებელი მწვავე და ქრონიკული კუჭ-ნაწლავური დარღვევები ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: მიიღება მხოლოდ პერორალურად ანუ შიგნით.
დაუშვებელია ინექციის სახით გაკეთება. საჭიროა პრეპარატის დალევა! არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!

დოზირება: მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ. პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 ფლაკონი) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალები შეადგენს 3-4 საათს.

ჩვილები (3 კვირის ასაკიდან) და ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დღე-ღამის დოზა შეადგენს 1 ფლაკონს, პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ (ერთი ფლაკონი მიიღება მთლიანად). იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დღე-ღამის დოზა აღემატება 1 ფლაკონს, პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 ფლაკონი) მიღებების შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს. პრეპარატის სხვა დოზირების გამოყენებით მკურნალ ექიმს შეუძლია დანიშნოს სხვა სადღეღამისო დოზირება, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მიღების წესი: საჭიროა ფლაკონების ლენტიდან ფლაკონის მოხსნა, ფლაკონის შენჯღრევა. ფლაკონის ზედა ნაწილი უნდა დაატრიალონ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენან. ფლაკონის შიგთავსი გააზავონ დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში ან მიიღონ პრეპარატი წინასწარი გაზავების გარეშე.
განსაკუთრებული მითითება და გაფრთხილება გამოყენებასთან დაკავშირებით: განსაკუთრებული მითითება: ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს ენტეროჯერმინას გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). ენტეროჯერმინას ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bacillus clausii-ის სპორების აგრეგატებით და ამიტომ არ მიუთითებს პრეპარატში მომხდარ ცვლილებას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

სიფრთხილის ზომები: მიიღება მხოლოდ პერორალურად! დაუშვებელია ინექციის სახით გაკეთება! პრეპარატი უნდა დალიონ! დაუშვებელია ნებისმიერი სხვა გზით მიღება!
სამკურნალო საშუალების არასწორად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.
დაუშვებელია პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ, რათა თავიდან აიცილონ სუსპენზიის დაბინძურება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გამონაყარი და ჭინჭრის ციება; ანგიონევროზული შეშუპება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს,

სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: ოპალესცენტური, მოთეთრო ფერის სითხე დამახასიათებელი სუნით.

გამოშვების ფორმა: 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სუსპენზიის დაბინძურება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: სანოფი ს.პ.ა., იტალია.
Show More
More Info
Brand
ოპელა ჰელსქეარ იტალია
Country
Italy
Generic
bacillus clausii
Dose
2მლრ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page