Lipofer forte tab #15

Lipofer forte tab #15

India

ელდერ ფარმაციუტიკალსი
About Product
კომბინირებული მედიკამენტი
შემადგენლობა: თითოეული ენტერული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი USP შეიცავს: ამულაზის აქტივობის 15.000 USP ერთ. ლიპაზის აქტივობის 4.000 USP ერთ. პროტეაზის აქტივობის 15.000 USP ერთ. ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი BPC 54... 65 მგ. შაქარში ხსნადი აირების განმდევნი ზეთით.

ჩვენება და გამოყენება:
• საჭმლის მონელების დარღვევა / დისპეფსია
• შებერილობა
• მეტეორიზმი
• ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება
• გულძმარვა
• ანორექსია
• ღვიძლის და პანკრეასული უკმარისობა
• საჭმლის მომნელებელი სისტემის პოსტოპერაციული დარღვევები და გამოჯანმრთელების პერიოდი

დოზირება და მიღება: დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და განისაზღვროს სტეატორეის ხარისხითა და დიეტაში ცხიმის შემცველობით. თერაპია უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით და თანდათან გაიზარდოს სანამ არ მიიღწევა სტეატორეის სასურველი კონტროლი. ყოველი ტაბლეტი უნდა მოიწუწნოს რამდენიმე წუთით და შემდეგ გადაიყლაპოს. ტაბლეტების დაღეჭვა არ შეიძლება. ახალშობილები (12 თვემდე ასაკი) ცხიმის მოხმარების სქემა: ლიპაზას 2000-4000 USP ერთეული ფორმულის 120 მლ-ზე ან ძუძუთი კვებისას. ეს დაახლოებით უდროს გადაყლაპული ცხიმის ერთ გრამზე ლიპაზას დაახლოებით 450-900 ერთეულს (დაფუძნებულია ცხიმის 4.5 გრამზე ძროხის რძის 120 მლ-ზე). ახალშობილებში უფრო დიდი დოზები გამოიყენება იმიტომ, რომ ახალშობილები ჩვეულებრივ სხეულის ერთ კგ წონაზე დღეში 5 გრ. ცხიმს იღებენ, ხოლო მოზრდილები 2 გრ.-ს. ბავშვები (12 თვეზე მეტის) და მოზრდილები: წონაზე დაფუძნებული სქემა: <4 წელი: იწყება ლიპაზას 1000 USP ერთეულით/კგ/საჭმელზე ლიპაზას მაქსიმუმ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე. >4 წელი: იწყება ლიპაზას 400 USP ერთეულით/კგ/საჭმელზე ლიპაზას მაქსიმუმ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე. თუ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე მაღალი დოზა (ლიპაზას 4000 ერთეული დღეში 1 გრამ ცხიმზე) საჭიროა მალაბსორბციის კონტროლისათვის, მალაბსორბციის სხვა მიზეზების გამორიცხვისთვის საჭიროა სხვა გამოკვლევების ჩატარება. ლიპაზას 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე დოზა გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით და იმ შემთხვევაში, თუ ის ეფექტური იქნება განავალში ცხიმის 3 დღიანი გაზომვის შემდეგ. კოლონის სტრუქტურა განსაკუთრებით ბავშვებში, დაკავშირებულია ჩვეულებრივზე მაღალ დოზებთან. პანკრეასული ფერმენტის დამატების დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს სხეულის 1 კგ. წონაზე ლიპაზას 10.000 ერთეულს. ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტების მიღება შეიძლება მხოლოდ ჭამის დროს ან მსუბუქ საკვებთან ერთად. შესაძლებლობის შემთხვევაში, ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანი, სითხის შესაბამის რაოდენობასთან ერთად. სასურველია ისეთი საკვების არჩევა, რომლის დაღეჭვაც საჭირო არ არის და რომლის pH-იც 7.3-ზე დაბალია. ასეთი საკვების მაგალითია: გარგარი, ბანანა და ბავშვების ტკბილი კარტოფილი, ვაშლის პიურე, პუდინგი და ჟელატინი. ტაბლეტების კონტაქტს ისეთ საკვებთან, რომლის pH-იც 7.3-ზე მაღალია, შეუძლია შეამციროს ნაწლავში ხსნადობა და შეაჩეროს ენზიმური აქტივობა. ფორმულაში შემავალმა პროტეოლიზურმა ფერმენტებმა პირის ღრუში გაჩერების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის მონელება და დაწყლულება.

უკუჩვენება:
• სიყვითლე
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი
• მწვავე პანკრეატიტი
• ჰიპერსენსიტიურობა

გვერდითი ეფექტები:
• პანკრეატული ენზიმების ბაზარზე გამოცდის შემდეგ ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითI ეფექტები გასტრო-ინტესტინალურია დ ა მოიცავს დიარეას, აბდომინურ ტკივილს, ნაწლავების ობსტრუქციას, ღებინებას, შებერილობას, გულისრევას, ყაზბობას, მელენასა და პერიანალურ გაღიზიანებას.
• ორგანიზმის სხვა სისტემაში ხშირად აღწერილი გვერდითI ეფექტებია წონაში დაკლება და ტკივილი.
• აღსანიშნავია, რომ ეგზოგენური პანკრეატული ენზიმების მაღალი დოზა დაკავშირებულია ჰიპერურიკოზურიასა და ჰიპერურიკემიასთან.
• კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა ფიბროზული კოლონოპათიის შემთხვევები. საჭიროა ფოლიუმის მჟავას მდგომარეობის განსაზღვრა და შეიძლება საჭირო გახდეს მისი დამატება.
Show More
More Info
Brand
ელდერ ფარმაციუტიკალსი
Country
India
Generic
pancreatine+sodium tauroglycocholate
Form
ტაბლეტი
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page