Optibaq tab chewabl #30

Optibaq tab chewabl #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

ლაბ. ვრენი
About Product
სავაჭრო დასახელება:
ოპტიბაქ დიდების საღეჭი N30
Optibac Adult Gummies 30s
საღეჭი პრობიოტიკები დიდებისთვის - ყოველდღიური ჯანმრთელობა!
სახალისო გზა ცოცხალი პრობიოტიკის მისაღებად!
პრობიოტიკების მიღება არასოდეს ყოფილა ასე ადვილი!
1 (ერთი) საღეჭი რეზინა დღეში | 5 მილიარდი CFU
მეგობრული ბაქტერია + ვიტამინი D3, თუთია კალციუმი.
Optibac - ოპტიმალური ბაქტერია!
Optibac - ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის

ყველაზე რეკომენდირებული ბრენდის მეგობრული ბაქტერია.
ოპტიბაქ დიდების საღეჭი:
● მუშაობს ნაწლავებთან ჰარმონიაში;
● ამცირებს შებერილობას, გაზებს, ყაბზობას, დიარეას და მუცლის ტკივილს;
● იმუნური ჯანმრთელობა: ზრდის NK უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში) აქტივობას;
● ზოგადი ჯანმრთელობა: ვიტამინების გამომუშავება მაგ. ვიტამინი K-ს, ხელს უწყობს ლაქტოზის და ფრუქტოზის მონელებას და ცილების შეწოვას;
● ერთი საღეჭი რეზინი ნაწლავებისა და იმუნური ჯანმრთელობისთვის ასევე შეიცავს D3 ვიტამინის რეკომენდებულ დღიურ დოზას, პლუს თუთიას და კალციუმს;
● ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძვლების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას;
● კალციუმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელების ჯანსაღ პროცესს მთელი დღის განმავლობაში;
● FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) - ბუნებრივი ბოჭკო ზრდის ნაწლავის ბუნებრივ ბაქტერიებს. ბოჭკოების ადეკვატური მოხმარების უზრუნველყოფა ხელს უწყობს ბავშვების ნაწლავების რეგულარულ მოქმედებასა და ნორმალურ მონელებას.;
● ბუნებრივი, შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის;
● ეფექტურობა ნაჩვენებია კლინიკურ კვლევებში;
● ფართოდ გამოიყენება 12 წლიდან +.
ინგრედიენტები თითო საღეჭზე:

პრობიოტიკური შტამი: Bacillus coagulans Unique IS-2;
თითოეული საღეჭი შეიცავს 5 მილიარდ CFU პრობიოტიკურ ბაქტერიას, რომელიც გარანტირებულია პროდუქტის ვარგისიანობის ვადის ბოლომდე;
პრებიოტიკი: FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) – 850 მგ;
ვიტამინი D3 - 400 ს.ე. (10 მკგ);
კალციუმი (ტრი-კალციუმის ფოსფატის სახით) - 120 მგ;
თუთია (თუთიის გლუკონატის სახით) - 8 მგ.
რეკომენდირებული დოზა და სხვა მითითებები:
მოზრდილებისა და ზრდასრულებისათვის;
1 საღეჭი დღეში, ჭამის დროს ან მის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს, როდესაც ეს თქვენთვის შესაფერისია;
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;

შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიურად, მუდმივად;
სიფრთხილის ზომები:

ცოცხალი კულტურები არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, მაგ. მათ, ვისაც აქვს მძიმე იმუნოდეპრესია, აქვთ პანკრეატიტი, იმყოფებიან ICU-ში, აქვთ მელენა, აქვთ ცენტრალური ვენური კათეტერი, ჩვილები მოკლე ნაწლავის სინდრომით, ან პაციენტები ღია ჭრილობებით მძიმე ოპერაციის შემდეგ (თუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არ არის).

პრობიოტიკური დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ სერიოზული ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ვრენი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
probiotic fructooligosaccharide+cholecalciferol+calcium+zinc
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page