Klindamet supp vagin 100mg+200mg+200mg #7
Klindamet supp vagin 100mg+200mg+200mg #7

Klindamet supp vagin 100mg+200mg+200mg #7

Armenia

მედიქალ ჰორიზონი
About Product
შემადგენლობა: 1 საშოს სანთელი შეიცავს: 100 მგ კლინდამიცინი, 200 მგ კლოტრიმაზოლი, 200 მგ მეტრონიდაზოლი. დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენ გლიკოლი 400, პოლიეთილენ გლიკოლი 1500.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: ტრიქომონიაზი, კანდიდოზური ვულვიტი, საშოს სოკოვანი ინფექციები, საშოს კანდიდოზები, ბაქტერიული ვაგინიტები, ინფექციური ლეიკორეა, შერეული ვაგინალური ინფექციები, არასპეციფიკური ვაგინიტი.

დოზირება და მიღების წესი: კლინდამეტის სანთელი უნდა მოთავსდეს საშოში, 6-7 ღამის განმავლობაში, ძილის წინ. მკურნალობის პერიოდი არ უნდა დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს. სანთლების გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა, სანთელი უნდა მოთავსდეს საშოში რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის უმჯობესია ზურგზე წოლა და ფეხების განლაგება სხეულის გასწვრივ. სანთლის გაკეთების შემდეგ დაუშვებელია ფიზიკური აქტივობა, ადგომა, სიარული, სირბილი. მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ეს დასაშვებია მხოლოდ სერიოზული გაღიზიანების განვითარებისას. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე.

გვერდითი მოვლენები: ადგილობრივად გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სექსუალური კონტაქტის დროს, იშვიათად შარდვის გახშირება და ზომიერი წვა. პარტნიორებს შესაძლოა აღენიშნოთ წვა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის, კლინდამიცინის, მეტრონიდაზოლის, აზოლების, ნიტროიმიდაზოლების, ლინკომიცინის ჯგუფის წარმომადგენელი საშუალებების მიმართ. კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მკურნალობისას არ გამოიყენება საშოსშიდა საშუალებები, ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.

განსაკუთრებული მითითებები: კლინდამეტი ინიშნება მხოლოდ საშოში გამოყენებისთვის. მკურნალობის პერიოდში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, საჭიროა მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის საშოს სანთლები. #7 სანთელი ბლისტერზე. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
მედიქალ ჰორიზონი
Country
Armenia
Generic
clindamycin+clotrimazole+metronidazole
Dose
100მგ+200მგ+200მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
7
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page